ტური სიმბოლურ ხასიათს ატარებს და ლაგოდეხის ნაკრძალის დაარსების 101 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ველო ტური საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ველო მოყვარულს შეუძლია.
ველოტურის მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი ველოსიპედები და ასევე გრძელ დისტანციებზე გადაადგილების გამოცდილება. მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებით და კვებით. ასევე ველოსიპედების გადასატანი საბარგო მანქანით.
ტურის განრიგი შემდეგია:
25 აგვისტო, კვირა
08:00 თბილისი – ყვარელი (ილიას ტბა). მონაწილეთა ტრანსპორტირება ავტობუსით.
11:00 ილიას ტბა – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია. გადაადგილება ველოსიპედებით. მანძილი 45 კმ. პიკნიკ ლანჩი.
18:00 ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია – თბილისი.
მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ შემდეგ მისამართზე მიწერა info@apa.gov.ge ან ნომერზე დაკავშირება – 275 38 90.
შეგახსენებთ, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო ლაგოდეხის ნაკრძალში მოხალისე ფოტოგრაფებისთვის 2013 წლის 23-25 აგვისტოს ფოტოტურსაც აწყობს. მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ სამუშაო გამოცდილება, პროფესიონალური ფოტოაპარატი და თანახმა იყვნენ ლაგოდეხში გადაღებული ფოტომასალა უსასყიდლოდ გადასცენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს.