_ მოსულან იმ დროს, როცა შინ არ ვიყავით. ონკანი მოუძვრიათ და შიგ ხის პალო ჩაურჭიათ. სასმელი წყალი აქედან მიგვქონდა შინ.
ამ კორპუსის მცხოვრებლებს საოჯახო ტუმბო აქვთ და სარდაფში არსებული წყლის მილიდან ხდება წყლის ამოქაჩვა. როგორც თვითონ ამბობენ, ამოტუმბულ წყალს სპეციფიკური გემო აქვს და ვერ ეგუებიან.
_ წყალმომარაგებიდან ითხოვდნენ წყლის მრიცხველის დადგმას. დადგან თვითონ და ჩვენ თანხას გადავიხდით. პერსონალურ გადასახადს თუ ვიხდით სათითაოდ, არც მაგას გავექცევით, რატომ გვექცევიან უსამართლოდ? _ ამბობენ “გურია ნიუსთან” აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები.
ჩვენ დავუკავშირდით წყალმომარაგების ოზურგეთის სამსახურის ხელმძღვანელს, იასე ცინცაძეს:
_ ამ ეზოში ახლა წყლის მილი გადაჭრილია. ჩვენ გადავჭერით იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტის სამსახურმა არ ჩათვალა საჭიროდ იქ მრიცხველის დადგმა. ჩემს სამსახურზე რაც იყო დამოკიდებული, მივმართეთ გამგეობას, მაგრამ არ გაითვალისწინეს. ახლა მოსახლეობას შეუძლიათ, თვითონ მიმართონ, დააყენონ მრიცხველი და ასე მოგვარდება ეს საკითხი, _ თქვა “გურია ნიუსთან” იასე ცინცაძემ.