https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“არ მოუსმინოთ, _ ინტრიგანია”

10:08; 19.08.2013
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

იმედი რომ მქონდეს, “გურია ნიუსში” სტატიის გამოქვეყნების შემდეგ რეაგირება იქნება, მაშინ ვერც ერთი ვერ უნდა მოვიდეს, ბაბუა, ხვალ სამსახურში, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ამას ვერ მივაღწევთ _ ვერ შენ და ვერც მე. რატომ? იმიტომ, რომ სათავეა ამღვრეული და არ გამოვა არაფერი, სანამ არ დაიწმინდება. ამას კი დრო უნდა. ძალიან ცუდი მდგომარეობა რომაა, ვხვდები, ხმას ვიღებ და ამიტომ დამიძახა გამგებელმა ინტრიგანი. დამიმტკიცოს! თუ ვარ მე ინტრიგანი, მოვუხდი ბოდიშს, თუ არა თვითონ მომიხადოს. არ ვაპატიებ შეურაცხყოფას! _ ამბობს 82 წლის ოზურგეთელი გივი დობორჯგინიძე.

_ ვმუშაობდი ანასეულის საცდელ მეურნეობაში აგრონომ-ბრიგადირად 37 წელი. 40 ჰექტარი ჩაის ნაკვეთი მქონდა, 30 ჰექტარი ციტრუსის, ფეიხოას და ხეხილის ბაღები. ახლა კი დავდევ “მათხოვარივით” ამ გაუმაძღარ კაპიტალისტებს. ყურადღების ღირსადაც არ გთვლიან. იქნებ, გაარკვიოთ ჟურნალისტებმა, როდის იწყება საჯარო მოხელეების და კონკრეტულად გამგებლის სამუშაო დღე.

ამას ილია ვაშაყმაძე არ მაკადრებდა _ ის ზრდილობით სავსე კაცი იყო, ბაბუა, სიტყვა-პასუხი უვარგოდა. რომც ვიყო ინტრიგანი, რა უფლება აქვს გამგებელს, დამიძახო იმდენ ხალხში და მის თანამშრომლებში, ინტრიგანიაო. დამიმტკიცოს, ვარ თუ არა ინტრიგანი. თუ არა, არ მოვეშვები. კი, ბაბუა, დაწერთ ამ წერილს, მარა რომ გადაიკიდებ ცას და ქვეყანას, მერე რას შობი?! მე ვარ ამ სიმართლეში პასუხისმგებელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არავინ არ ჩაგვთვლის არაფრად, _ ამბობს გივი დობორჯგინიძე და იმ პრობლემებზე საუბრობს, რამაც ძალიან შეაწუხა და დასახმარებლად “გურია ნიუსს” მიმართა.

_ შუქის გადასახადი მომივიდა უზარმაზარი _ 50 ლარი. შევწუხდი. “ენერგო-პრო ჯორჯიას” ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსად ისევ გია ნაკაიძე ზის, გაქანებული “ნაციონალი”. მაგის კაბინეტში შეშვება როგორ შეიძლება? დევიღუპეთ, ბაბუა, ხალხი მოტყუვდა _ ავირჩიეთ და გვიღალატეს… ნაკაიძემ ვიღაც ეკასთან გამაგზავნა, ეკამ მითხრა, მრიცხველი გაქვს გამოცვლილი 2012 წლის მარტშიო. წელიწადი და ოთხი თვე გავიდა იმის მერე და ახლა მახდევინებენ ამხელა თანხას? ასეთ უსამართლობას რამდენს დაინახავ და არაფერი, პასუხს ვერავინ ვერ გცემს.

მე რომ სიმართლეს ვეძებ, ამაში უნდა დამიჭირო მხარი, ბაბუა, თქვენი სპეციალობით და საქმიანობით, მაგრამ ისეთი დრო შეიქმნა, რაც გინდა დაწერე, რეაგირება არაა. პირიქით, დაგცინებენ. სამი დღეა, მევიარე საკრებულო, გამგეობა, “ქართული ოცნების” შტაბი და ვერავინ უფროსი ვერ ვნახე, ვინც პასუხს გამცემს და მომისმენს. გუშინ მითხრეს, გომისმთაზე არიანო, დღეს მეუბნებიან, სტუმრები ჰყავთო. ახლა თქვენთან მოვედი, თქვენი იმედი მაქვს, მოსმენით ხომ მაინც მომისმენთ.

გამგებლის ნახვას რომ ვერ მოახერხებ საერთოდ, ან რომც ნახო, რამეში გარგია თუ რა?! ვიფიქრე, ბიძინა მოვა და რაც დაგვპირდა, იმას გაგვიკეთებს,-მეთქი, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დაანებო, კადრებს ხომ უნდა მიაქციოს ყურადღება? კადრები წყვეტს ყველაფერს. ორივე _ დარჩიაც და გამგებელიც მისი და მისი ძმის მეგობრებია. ხალხისთვის რომელიმე არის? 82 წლის ვარ, პენსია არ მყოფნის, ნახევარჯერ მშიერი ვარ, ამათი დაკმაყოფილება კი არაა. უცდის კარებთან ატუზული უბედური, მშიერი ხალხი, ზოგს რა უჭირს, ზოგს _ რა, მოვიდა მესამე ორშაბათი და მივედი. არ დამხვდა, რა თქმა უნდა, მეოთხეჯერ მივედი და მოვაო, მითხრეს. გავიდა საათები და მოვიდა, მაგრამ ჰიტლერი ხომ გაგიგონიათ, ისე შემოვარდა შიგ, მიიხედა, მოიხედა და გადის. შევაჩერე და ვუთხარი, ბატონო კოტე, მე თქვენთან ვარ,-მეთქი. ოც წუთში მოვალო, მითხრა. გავიდა ერთი საათი კიდევ. აღარ მოვიდა და წავედი სახლში ამ ხნის კაცი მოტყუებული. კიდევ მივედი მორიგ ორშაბათს და მის თანამშრომლებს ვუთხარი, რად გვინდა ასეთი გამგებელი, ორი თვის განმავლობაში რომ ვერ ნახავ,-მეთქი. ეგ ამბავი, რა თქმა უნდა, უთხრეს შარაშენიძეს. მივედი კიდევ ორშაბათს, ისევ არაა. შევედი მისაღებში და შემოირბინა კოტემ. როგორც კი დამინახა, იყვირა, ამას არ მოუსმინოთ ინტრიგანიაო. ეს გამგებლისთვის შესაფერი საქციელია? ვთქვი ნამდვილად, რომ არ მინდა ისეთი გამგებელი, ხალხი რომ ვერ ნახულობს,-მეთქი და ამის გამო ვარ ინტრიგანი? აბა, გაჭირვებულ მოსახლეობას არ უნდა შეხვდეს? მეც არ დავიხიე უკან და ვუპასუხე ინტრიგანიც და უარესიც ხარ, ყოჩაღ შენ, კარგი გამგებელი გამოგვიგზავნეს შენი სახით, კაცს რომ თავი გაუტეხე იარაღით და შეგრჩა, აწი უარეს იზამს,-მეთქი, _ ამბობს 82 წლის მოხუცი “გურია ნიუსთან”.

“გურია ნიუსთან” “ენერგო-პრო ჯორჯიას” ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსი გია ნაკაიძე კომენტარს არ აკეთებს და პრესსამსახურთან გვიმისამართებს.

_ მოდით ისე გავაკეთოთ, როგორც ხდება ხოლმე _ მაგაზე კომენტარს ჩვენი პიარი მოგცემთ.

_ ბატონო გია, თქვენს პრესსამსახურს სანამ დავუკავშირდებოდეთ, იქნებ, გვითხრათ ორიოდე სიტყვით, რა ხდება…

_ მესმის თქვენი, მაგრამ არ მეთვლება ეგ სწორად. მაგის გულისთვის შეიძლება საყვედურიც მივიღო. თანხის კანონიერად გადახდა ყველას ეხება, თქვენც, მეც და გივი დობორჯგინიძესაც.

_ ბატონო გია, ადრე თქვენ აკეთებდით კომენტარს და ახლა წესები შეიცვალა?

_ მე თვითონ დავუკავშირდები და კომენტარს გაგიკეთებენ.

ეკა ორაგველიძე, “ენერგო-პრო ჯორჯიას” ოზურგეთის სერვისცენტრის აბონენტთა მომსახურების სპეციალისტი: _ ამ აბონენტს 2012 წლის 11 აპრილს გამოუცვალეს მრიცხველი. მრიცხველი შენელებულად მუშაობდა და არ აღრიცხავდა მის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიას სრულად. დარღვევა იყო ასეთი: 2012 წლის 30 მარტს დაიწერა აღრიცხვის კვანძის მიღების აქტი #466806. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მრიცხველს იმპულსი ჰქონდა, მაგრამ მთვლელი მექანიზმი დაზიანებული იყო. ამის შემდეგ ხდება გადაანგარიშება, რამდენით იყო მრიცხველი შენელებული. აბონენტს დაერიცხა 25 ლარი და 87 თეთრი, რომელიც არის მრიცხველის შენელების და აუცილებლად უნდა გადაიხადოს. მე წაგიკითხეთ ოფიციალური დადგენილება ამის შესახებ.

ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს კოტე შარაშენიძეს, თუმცა, მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მცდელობისა, მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. შემდეგ რამდენიმე შეტყობინებაც გავუგზავნეთ და ავუხსენით, რის შესახებ გვინდოდა კომენტარი, თუმცა, პასუხი არ მიგვიღია.

“გურია ნიუსი” გამგებლის პრესსამსახურის უფროსს ნინო სალუქვაძეს დაუკავშირდა და საქმის კურსში ჩააყენა, ვთხოვეთ, რომ იქნებ თავად დაკავშირებოდა კოტე შარაშენიძეს და კომენტარიც მიგვეღო. რაზედაც თავდაპირველად ნინო სალუქვაძემ გაგვიცხადა:

_ ამ შემთხვევაში თქვენ რა გინდათ, თქვენ რას მოითხოვთ?!

_ ჩვენ გვინდა კომენტარი გივი დობორჯგინიძის მონაყოლის შესახებ.

_ ჟანა, შენ ეგ დაინახე? ვერ ვხვდები, რა გინდა ამ კონკრეტული კითხვებით. რას ითხოვ, ფორმა რა არის… _ გვითხრა სალუქვაძემ და ტელეფონი გაგვითიშა.

რამდენიმე წუთში ნინო სალუქვაძე თავად დაგვიკავშირდა: _ გამეთიშა ტელეფონი და ახლავე გეტყვით _ ეს პიროვნება რას ითხოვს ახლა, ბოდიშის მოხდას? მე ვიცი, რომ გამგებელს არავისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არავისთვის არ უთქვამს, ინტრიგანი ხარო. ეგ ნამდვილად ვიცი, რომ ასეა. ეს არის ტყუილი და ვიღაცისგან მოგონილი. გამგებელმა ვის უნდა მოუხადოს ბოდიში, როცა არავისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია?! _ გვითხრა ნინო სალუქვაძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:29; 23 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცელებს

16:50; 23 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

14:24; 23 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

11:53; 23 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

10:03; 23 დეკემბერი, 2025

მოსახლეობა ეზოს ონკანის აღდგენას ითხოვს

ოზურგეთში კახი კალაძეს ელოდებიან

ყველა სიახლე

ფინანსები

საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის

19:02; 23.12.2025
პოლიტიკა

5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა

18:54; 23.12.2025
პოლიტიკა

ოზურგეთის მომსახურების ცენტრს ირაკლი გაბედავა უხელმძღვანელებს

18:06; 23.12.2025
სამართალი

ზუგდიდში მამაკაცი მოკლეს

17:39; 23.12.2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:29; 23.12.2025
საზოგადოება

ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცელებს

16:50; 23.12.2025
პოლიტიკა

თამთა მიქელაძე: აშკარა იყო, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი მეარყიშვილს ამისთვის ფასს გადაახდევინებდა

16:38; 23.12.2025
პოლიტიკა

ლევან სამუშია: გვეუბნებიან, რომ წლების განმავლობაში, „ოცნებაში“ კორუფცია იყო მოდებული, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სად არის?!

15:44; 23.12.2025
პოლიტიკა

DRI : ახალგორში აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი უკანონოდ დააკავეს

15:38; 23.12.2025
საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

14:24; 23.12.2025
ფინანსები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა

14:17; 23.12.2025
ფინანსები

შეხვდით ახალ წელს კოხტა ბაკურიანში ქართველ მუსიკოსებთან ერთად – ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa

12:58; 23.12.2025
სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილმა თურქი ინვესტორისგან ქრთამის სახით 1 მილიონი დოლარი აიღო – პროკურატურა

12:29; 23.12.2025
სამართალი

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების შესახებ

12:02; 23.12.2025
საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

11:53; 23.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო