რომელსაც პრეზიდენტობის არჩევნებში მონაწილეობაზე დღეს ცესკომ უარი უთხრა, სასტუმრო “რედისონში” ელჩებს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ მან “გურია ნიუსთან” კომენტარი გააკეთა:
_ ელჩებთან ვისაუბრე ცესკოს გადაწყვეტილებაზე და ისინი გაოცებულები არიან. ჩვენ ელჩებისთვის წინასწარ გადაცემული გვქონდა ჩვენი არგუმენტაცია, ხოლო საქართველოს კონსტიტუცია უკვე ნანახი ჰქონდათ. ყველასთვის ნათელია კანონი რას ამბობს და ამას არანაირი ინტერპრეტაცია არ ჭირდება. გაოცებულები იყვნენ იმითაც, რომ დღევანდელი ხელისუფლება იმ ხერხებს იყენებს, რომელსაც გასულ წელს სააკაშვილის ხელისუფლება იყენებდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი დარეგულირდება ხვალ ან ზეგ სასამართლოში _ ბოლოსდაბოლოს კანონი კანონობს.
_ თქვენ ფიქრობთ, რომ სასამართლო თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტს ამ საქმეს?
_ ვფიქრობ კი არა, არც წარმომიდგენია სხვანაირად; როგორ შეიძლება სასამართლომ კანონზე უარი თქვას და ხელი აიღოს!
_ რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის ცესკოს გადაწყვეტილება?
_ მთლად მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მოვუსმინე უმრავლესობის წარმომადგენლების ერთ ნაწილს, რაღაც მითითების მსგავსს ცესკოს მიმართ. ცესკოს თავმჯდომარე ამჟამად არის დროებითი და ალბათ მასზე ამ ტიპის მითითებები ცოტა ძლიერად მოქმედებს. მთელი ზაფხულის განმავლობაში ვისმენდი, რომ თურმე არ მაქვს უფლება საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღო მონაწილეობა და მჭირდება ცვლილება, როცა რეალურად, კანონში და საარჩევნო კანონში ნათლად წერია, რომ მაქვს უფლება მივიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში. ამას ნამდვილად არ სჭირდება ჩემი ინტერპრეტაცია. მე არ მჭირდება არანაირი კონსტიტუციის ცვლილება. ხელისუფლებიდან წამოსული გზავნილი, რომ ცდილობენ გამიადვილონ სიტუაცია, ძალიან უნდათ მიიღონ ცვლილება და თანაც დროულად _ მე ეს ნამდვილად არ მჭირდება და ამის გარეშეც შეიძლება ვიყო პრეზიდენტობის კანდიდატი.