მისივე განცხადებით, ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი თავად კობა დავითაშვილმა შესძინა.
“მე ვფიქრობ, იყო პოლიტიკური კონტექსტი, ოღონდ კობას მხრიდან, ვინაიდან ჩვენ შევთავაზეთ, რომ პარასკევისთვის დაეყენებინა ეს საკითხი. ბიურო ამაზე თანახმა იყო, მან კი მაინცდამაინც მაშინ მოინდომა საკითხის დაყენება, როდესაც უამრავი განსახილველი საკითხია. ტექნიკურად არ იყოს ამის დრო. კობას განცხადება, რომ პოლიტიკური დევნის სუბიექტი გახდა, სწორი არ არის,” _ განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.