შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ და საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს.
როგორც თბილისის მერიის პრესსამსახური იუწყება, ევროპარლამენტის წევრებს, ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ, როგორც უმრავლესობისგან, ისე ოპოზიციისგან და დამოუკიდებელი ექსპერტებისგან.
პრესსამსახურისვე ინფორმაციით, ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფის ხელმძღვანელის მიწვევით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა თბილისის მერი გიგი უგულავა. თბილისის მერმა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ისაუბრა.