მიქავას კაბინეტის ჩხრეკა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. თავად დაკავებული კი მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის წინ სამართალდამცველთა მანქანაში იმყოფება.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ დეტალები მათთვისაც უცნობია.
ცნობისთვის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები შეიცვალა, მარტვილში არც მუნიციპალიტეტის გამგებელი და არც საკრებულოს თავმჯდომარე შეუცვლიათ.