პარალიზებულია განათლების სისტემაც და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში ხედავს. მისი აზრით, საჭიროა ქვეყანას ჰყავდეს არაემოციებზე დაფუძნებული პარლამენტი, რომელიც საზოგადოების ყველა ინტერესების გამომხატველი იქნება.
გია მაისაშვილი: “საჭიროა ქვეყანას ჰყავდეს ქვეყნის რეალური სურათის გამომხატველი პარლამენტი, შემდეგ უნდა მოხდეს ლიდერებსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობა, ამისთვის საჭიროა როგორც კარგი ლიდერი, ისე _ კარგი საზოგადოება. დღეს ჩვენი ნაციონალური გადარჩენის საკითხი დგას. ხელისუფლებამ უნდა დააყენოს მთავარი ამოცანა და ამ ამოცანის რეალურად გადაჭრის გზები. სასწრაფოდ უნდა გადაიდგას პირველი ნაბიჯები სახელმწიფო ინვესტიციების თვალსაზრისით. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ თუ ინვესტიციები არ შემოვა, ეკონომიკა არ გაიზრდება.
დღეისათვის ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და ეს ყველამ უნდა გაიაზროს. მე არ ვსაუბრობ კონკრეტულ პიროვნებებზე, მე ვსაუბრობ ერთიან გუნდზე. დღევანდელმა მთავრობამ ხალხს იმედი გაუცრუა და სწორედ ამიტომ დგას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა. და მინდა დავამატო _ შექმნილ ფონზე პრემიერის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება უპასუხისმგებლოდ ჩანს.”