დღეის მდგომარეობით კი, მათი სია 300 კაცამდე არის გაზრდილი.
ეს იმ საჯარო მოხელეთა _ შტატგარეშე თანამშრომელთა მცირე ჩამონათვალია, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებსა და სოფლებში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელშეკრულებით ჰყავთ დასაქმებული:
ნათია ცეცხლაძე, გამგებლის თანაშემწე _ 750 ლარი, ირაკლი ახალაია, გამგებლის მრჩეველი _ 750 ლარი, ვასილ ქარჩავა, გამგებლის თანაშემწე _ 450, ქეთო დამენია, სპეციალისტი ადმინისტრაციულ სამსახურში _ 450 ლარი, ნინო სალუქვაძე, მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში _ 420 ლარი, ნია მეგრელიშვილი, მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, მარინა ქერქაძე, იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტი _ 450 ლარი, გიორგი ნიკოლაიშვილი ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი _ 450 ლარი, ოსიკო თოთიბაძე, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი _ 450 ლარი, ფილიპე ცელაძე, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი _ 450 ლარი, გოჩა აბაშმაძე, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი _ 450 ლარი, სოსო სადრაძე, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი _ 450 ლარი, ლაშა ღლონტი, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახური, მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში _ 530 ლარი, ლევან გოგიჩაიშვილი, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახური, მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში _ 450, ლარი, ნანა მელაშვილი, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახური, მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში _ 530, ლარი, თეიმურაზ ჩავლეშვილი, ეკონომიკისა და საინვესტიციო პროექტების განყოფილების უფროსი _ 770 ლარი, თეა სურგულაძე, არქიტექტურის და ურბანული დაგეგმარების სამსახური, მთავარი სპეციალისტი _ 450 ლარი, ვალერიან ჭანუყვაძე, ქონების მართვის სამსახური მთავარი სპეციალისტი ქონების მართვის საკითხებში _ 450 ლარი, თეა კვირკველია, სპეციალისტი _ 420 ლარი, ინეზა კუტუბიძე, სპეციალისტი _ 420 ლარი, შოთა ქილიფთარი, შესყიდვების სამსახური, მთავარი სპეციალისტი მატერიალური უზრუნველყოფის საკითხებში _ 420 ლარი, ბადრი თოიძე, შესყიდვების სამსახური მთავარი სპეციალისტი მატერიალური უზრუნველყოფის საკითხებში _ 420 ლარი, თედო მენაბდე, შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი მატერიალური უზრუნველყოფის საკითხებში _ 420 ლარი, თამარ აროშიძე, კულტურის სამსახური მთავარი სპეციალისტი კულტურის საკითხებში _ 420 ლარი, ლევან ლეჟავა, კულტურის სამსახური მთავარი სპეციალისტი კულტურის საკითხებში _ 420 ლარი, რევაზ ცქვიტინიძე, კულტურის სამსახური მთავარი სპეციალისტი სპორტის საკითხებში _ 450 ლარი, ილია ინწკირველი, კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, ფოლკლორის დარგში მთავარი სპეციალისტი _ 450 ლარი, დავით არობელიძე, კულტურის სამსახური, მთავარი სპეციალისტი სპორტის საკითხებში_ 420 ლარი, ნარი მუჯირი, შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი _ 450 ლარი, ხათუნა თაყაიშვილი, შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური მთავარი სპეციალისტი _ 450 ლარი, თამილა ნაჭყებია, შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულპირთა საქმიანობის სამსახური მთავარი სპეციალისტი ჯანდაცვის საკითხებში _ 530 ლარი, ინგა ცეცხლაძე, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური მთავარი სპეციალისტი _ 450 ლარი, სიმონ ჩხარტიშვილი, სახანძრო-სამაშველო სამსახური, მეხანძრე _ 475 ლარი, კონსტანტინე სვანიძე, სახანძრო-სამაშველო სამსახური, მეხანძრე _ 530 ლარი, მთიული დოლიძე, მთავარი სპეციალისტი _ 420 ლარი, სულიკო ვასაძე, ზედამხედველობის სამსახური მთავარი სპეციალისტი _ 420 ლარი, ნათია ინწკირველი, სპეციალისტი ადმინისტრაციული სამსახური _ 450 ლარი, ნანა კილაძე, სპეციალისტი ადმინისტრაციული სამსახურში _ 450 ლარი, მარინა ინწკირველი, სპეციალისტი ადმინისტრაციული სამსახური _ 420 ლარი.
ალექსანდრე ცეცხლაძე, ქ. ოზურგეთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი _ 400 ლარი, შალვა გაბრიჩიძე, ქ. ოზურგეთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი _ 400 ლარი.
მურთაზ ზოიძე, რიგით მეოთხე სპეციალისტი დაბა ნასაკირალი _ 400 ლარი, ბიძინა კვაჭანტირაძე, რიგით მეოთხე სპეციალისტი, სოფელი გურიანთა _ 400 ლარი.
სოფელ შემოქმედში რწმუნებულს 9 სპეციალისტი ჰყავს, აქედან 5 ახალია და ყველა ხელშეკრულებითაა აყვანილი: ზურაბ ჩხარტიშვილი _ 400 ლარი, ამირან მახარაძე _ 400 ლარი, გია გვარჯალაძე _ 400 ლარი, დავით სადრაძე _ 400 ლარი, ზაზა ცინცაძე _ 400 ლარი.
ინგა დუმბაძე, სპეციალისტი, ცხემლისხიდი _ 400 ლარი, მერაბ ბერიძე, სპეციალისტი, ჭანეითი _ 400 ლარი, ალექსანდრე ჯიჯიეშვილი, სპეციალისტი, შრომა _ 400 ლარი, ემზარ ცეცხლაძე, სპეციალისტი, ბახვი _ 400 ლარი, გრიგოლ კოსტავა, მერიის თემის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი _ 400 ლარი.
ემზარ ურუშაძე, იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტი _ 530 ლარი, ბადრი კვირკველია, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტი _ 400 ლარი, გაგა გოგოტიშვილი, ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი _ 450 ლარი, ავთანდილ ჩხაიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი _ 400 ლარი.
ჩვენ გვინდოდა ამ ფაქტთან დაკავშირებით უშუალოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლისგან კოტე შარაშენიძისგან მოგვესმინა კომენტარი, თუმცა ჩვენს კითხვებს არ უპასუხა:
_ მე თქვენ კომენტარს არ გაგიკეთებთ. თქვენ ხართ მოგზავნილები და ასრულებთ ვიღაცეების დაკვეთას, _ გვითხრა შარაშენიძემ.
_ რა შუაშია მოგზავნილები, კითხვა გვაქვს ბატონო კოტე, შტატების მატებასთან დაკავშირებით.
_ არანაირი შტატი არაა დამატებული, მიმართეთ პრესსამსახურს.
_ ბატონო კოტე რას გვეტყვით იმის შესახებ, რომ სოფელ შემოქმედში, რწმუბულს 9 სპეციალისტი ჰყავს. რაიმე განსაკუთრებული ფუნქცია აკისრიათ მათ?
_ კარგად მოიკითხეთ, რა ხდება, ეს ეხებოდა “გომისმთის” ა.ი.პ.ს და აწი პრესსამსახურმა გაგიკეთოთ კომენტარი, _ გვითხრა შარაშენიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის კომენტარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასეთია: “როგორც საშტატო, ისე არასაშტატო თანამშრომლების რაოდენობის საკითხი არ რეგულირდება კანონმდებლობით. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზებისთვის არ აღმოჩნდა საშტატო სტრუქტურით გათვალისწინებული ადამიანური რესურსი საკმარისი. ამასთანავე საჭირო გახდა კონკრეტული, ვიწრო სპეციალისტების მობილიზება. აღნიშნულის გამო მოხდა როგორც გამგეობაში, ისე, მის ტერიტორიულ ერთეულებში შესაბამისი კადრების დასაქმება. კონკრეტული მდგომარეობიდან გამომდინარე, ანალიზის საფუძველზე ხდება შესაბამისი სპეციალისტების დაქირავება.”
ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის ხელმძღვანელი ლევან ხინთიბიძე ასეთ კომენტარს აკეთებს:
_ წინასწარ რაიმე დასკვნის გაკეთებამდე საჭიროა, ვნახოთ რას ამბობს საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციები, მაგალითად, “საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის” შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი; იგი განმარტავს, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშტატო რიცხოვნობის 2%-ს, ხოლო იმ ორგანიზაციებში, სადაც საშტატო რიცხოვნობის 2% შეადგენს 5 ერთეულზე ნაკლებს, ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ერთეულს.
შედარებითი ანალიზის მიხედვით, უფრო მარტივად რომ ავხსნათ, კანონი საბიუჯეტო ორგანიზაციებს უზღუდავს ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობას, რადგანაც მათი დასაქმება მარტივი წესით ხორციელდება და არ მოითხოვს სავალდებულო საორგანიზაციო თუ თანამშრომლის საკვალიფიკაციო შემოწმების პროცედურების გავლას. ეს იმიტომ, რომ ამ ტიპის დასაქმება დროებითია და რაღაც კონკრეტული სამუშაო მოცულობის გახორციელების შემდეგ შრომითი ურთიერთობა საბიუჯეტო დაწესებულებასა და მოქალაქეს შორის წყდება.
ოზურგეთი მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების მეორე კვარტლის მონაცემებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო გეგმით დასაქმებული ყოფილა 264 მომუშავე, ეს რაც შეეხება საშტატო რიცხოვნობას და აქედან გამომდინარე, 2%-იანი შეზღდუდვის საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს მაქსიმუმ 6 თანამშრომელი უნდა ჰყავდეს შტატგარეშედ აყვანილი. თუ ამ ციფრს აჭარბებს ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, რა თქმა უნდა, წარმოადგენს კანონთან აცდენას.