“ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მონაწილეობით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოქმედი ევროკომისიის (ბაროზოს პრეზიდენტობის ქვეშ) ვადის ამოწურვამდე, ანუ 2014 წლის ნოემბრამდე ხელი მოეწეროს “ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას” და მასში შემავალ “ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმებას (DCFTA), რაც შტეფან ფულემ ევროკომისიის სახელით კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია ხელშეკრულების ხელმოსაწერად. ევროკავშირის 28 წევრ ქვეყნის 24 ენაზე თარგმნას და აღნიშნული დოკუმენტის სამართლებრივ გაფორმებას სწორედ ამდენი დრო სჭირდება. ეს არის საქართველოს მთავრობის ევროპული კურსისასდმი ურყევი ნებისა და ამ მიმართულების გაწული წარმატებული საქმიანობის ნათელი დადასტურება. ამდენად, ყველა სპეკულაცია ევრაზიულ და რუსეთთან აფილირებულ სხვადასხვა კავშირებზე ფანტაზიების გაჯეჯილებაა და სხვა არაფერი. ჩვენი სახლია ევროპა და ჩვენ იქ დავბრუნდებით!“ – აცხადებს დეპუტატი.