აღნიშნულს არეგულირებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ბიუროზე უკვე გავიდა, თუმცა, პირველი მოსმენა ჯერ არ ყოფილა.
როგორც “გურია ნიუსს“ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა სერგო რატიანმა განუცხადა, აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, შესაძლოა საფრთხე დაემუქროს განათლების სისტემის იმ მიღწევებს, რომლის საშუალებითაც მისაღები გამოცდების პერიოდში მიკერძოებულობა და კორუფცია გამორიცხული იყო.
“საუბარია სახელოვნებო სასწავლებლებში იმ ბავშვების ჩარიცხვაზე, რომლებიც ოლიმპიადებში გამარჯვებულები არიან და წარმატებით გაივლიან სახელოვნებო გამოცდებს, თუნდაც ჩაიჭრან ეროვნულ გამოცდებში. ვფიქრობ, ეს მიზანშეწონილი არაა, რადგან დაანგრევს სისტემას, რომელიც გამორიცხავს მიკერძოებასა და კორუფციას. ეს განათლების სისტემას არ წაადგება.
“აღნიშნული კანონპროექტის განხილვის საფუძველი წერილებია, სადაც ნათქვამია, რომ რამდენიმე ნიჭირემა ადამიანმა ვერ შეძლო ჩარიცხვა. ჩვენ მართლაც შეგივძლია პოლემიკა გვქონდეს და მოვიფიქროთ რა მხრივ შეიძლებ გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა, მაგრამ არ უნდა შევეხოთ მიღწევას, რასაც გამოცდების დროს კორუფციის გამორიცხვა ჰქვია.”– ამბობს რატიანი.
რაც შეეხებდა დაფინანსების სტილს, იგი იგივე დარჩება.
“თუ ამ მიმართულების სტუდენტები ეროვნულ გამოცდებში მინიმალური ქულებს აგროვებდნენ, მაგრამ პროფესიულ გამოცდაში მაღალ შეფასებას იღებდნენ, კულტურის სამინისტროს მიერ ფინანსდებოდნენ. ასე რომ, კანონპროექტის მიღების შემთხვევაშიც ეს სისტება იმოქმედებს და დაფინანსების კუთხით არაფერი შეიცვლება.“ – უთხრა „გურია ნიუსს“ რატიანმა.