ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის თქმით მთავრობა მუშაობს. საჭიროა საერთაშორისო მხარდაჭერის მაქსიმალურად მობილიზება და ამ მიმართულებით ყველაფერი კეთდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის თქმით კი, რასაც რუსეთი დიცსა და დვანში ავლებს, არის დროებითი და ის მომავალში აუცილებლად იქნება აღებული.
იუსტიციის მინიტრ თეა წულუკიანის განცხადებით რაც არ უნდა აგრესიული იყოს, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება საპასუხო აგრესიაზე ფიქრი.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობას მცოცავ ოკუპაციასთან მიმართებაში, დიცი იქნება თუ დვანი, განსაკუთრებული სიმტკიცე და სიმშვიდე მართებს.
“ეს ორი სიტყვა – სიმტკიცე და სიმშვიდე არის ჩვენი ხელისუფლების წამყვანი რუსეთთან ურთიერთობაში და უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ რაც არ უნდა აგრესიული იყოს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საპასუხო აგრესიაზე ფიქრი. ამისთვის არსებობს სხვა, მართალია გრძელვადიანი ბერკეტები და სახელმწიფოსთვის უფრო სწორი გზა, ეს არის ჩვენი მტკიცე პოზიციები. საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ევროკავშირი უკვე გააქტიურდა და მიხვდა, რომ ჩვენ მარტო არ უნდა ვიყოთ დატოვებული ამ სიმტკიცეში”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურებას და საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებას, შექმნილი სიტუაციიდან ერთ-ერთ გამოსავალს უწოდებს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი, თუმცა ამავდროულად დასძენს, რომ აქაც გარკვეული სირთულეებია.
“ესაა რუსეთის მხრიდან პროვოკაციული ქმედება, რომელიც ევროკავშირთან მიმდინარე პროცესებისკენაა მიმართული. ანუ, ვილნიუსის სამიტის წინ, სადაც ჩვენ ევროპასთან ურთიერთობებში წინსვლა უნდა დაფიქსირდეს, რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ის ბერკეტები, რაც საქართველოზე ზეწოლისთვის გააჩნია.
“რთულია ისიც, რომ საქართველომ რუსეთთან ამ თემაზე ორმხრივი მოლაპარაკებები გამრთოს. ეს ნიშნავს, რომ ის რაღაცა თვალსაზრისით ცნობს რუსეთის უფლებას მოახდინოს დემარკაცია.
“თუ მთავრობა რაღაცას სერიოზულად მოიმოქმედებს ეს იქნება მიზეზი იმისა, რომ რუსეთმა საქართველოსთან კონსულტაციების პროცესი შეაჩეროს. ამით გვაშანტაჟებენ. ასეთ ვითარებაში ერთადერთი გზა ისაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ამ მიმართულებით გააქტიურდეს. მაგრამ სირთულეები აქაცაა. საერთაშორიო თანამეგობრობა რომ გააქტიურდეს, ეს საქართველოს მხრიდან ძალიან ღია პროტესტს და რუსეთთნ კომფრონტაციას მოითხოვს.
“ვფიქრობ, საქართელოს მთავრობა მოუმზადებელი შეხვდა ამ პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტური სირთულეები არსებობს, მთავრობას არ გააჩნია ქმედების სტრატეგია. მოთმინებაზე როცა საუბრობენ, არაა გამორიცხული, რომ რუსეთთან მოთმინებამ არ გაჭრას და მიწების მიტაცება გააგრძელოს.
“აშკარაა რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი მალეა მოსაძებნი, რათა პროვოკაციული ქმედებები შეწყდეს. გამოსავალი აქტიურ დიპლომატიურ საუბრებში უნდა ვეძებოთ“ – უთხრა “გურია ნიუსს“ გოგოლაშვილმა.