“სწორედ ეს ახალგაზრდები არიან ის ადამიანები, რომლებიც მომავალში სოფლის მეურნეობის სექტორში უნდა დასაქმდნენ და დარგის განვითარებაზე იზრუნონ. აქედან გამომდინარე, თეორიული ცოდნის გარდა, პრაქტიკულ მუშაობასაც უნდა მიეჩვიონ. დღეს, სტუდენტები ყურძნის კრეფის გარდა, ადგილზე გაეცნობიან და შეისწავლიან ნიადაგისა და ვაზის მდგომარეობას,” _ განაცხადა შალვა ფიფიამ.
რთველში მონაწილეობის შემდეგ, სტუდენტები კომპანია “ბადაგონის” საწარმოში იმყოფებოდნენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა ახალგაზრდებს ყურძნის ჩაბარების, გადამუშავების და ღვინის ჩამოსხმის პროცესი ადგილზე გააცნო. მან სტუდენტებს პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების მიმართულებით დახმარებაც აღუთქვა.
“რთველი 2013” აგვისტოს ბოლოს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან (სოფლები – სამთაწყარო, ფიროსმანი, საბათლო) დაიწყო, ხოლო 10 სექტემბრიდან რთველში ჩაერთო ჯერ სიღნაღის, შემდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები. რთველი ოქტომბრის ბოლოს რაჭაში (სოფელი ხვანჭკარა) დასრულდება.
“რთველი 2013-ის” ორგანიზებულად ჩასატარებლად შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.
წელს, 67 ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია 58 მიმღებ პუნქტში იბარებს ყურძენს. დღეისათვის უკვე აღებულია ყურძნის მოსავლის ნახევარზე მეტი.