“საქართველო განუხრელად მხარს უჭერს მსოფლიოში ქიმიური იარაღის განადგურებას. ამასთან, საქართველო გმობს 2013 წლის 21 აგვისტოს ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს და მიესალმება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას 2118. ვიმედოვნებთ, რომ რეზოლუციით დადგენილი ვალდებულებები შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობით და საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ განუხრელად და სრულად აღსრულდება.
იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული რეზოლუცია საჭირო სტიმულს მისცემს სირიის ხანგრძლივი და სისხლიანი კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებას,” _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.