უმცირესობის დეპუტატ გიგი წერთლის განცხადებით, საინტერესოა, როგორ აპირებს ხელისუფლება ასეთი ეკონომიკის პირობებში, ჯანდაცვისა და სადაზღვეო პროგრამების განხორციელბას.
“შეიძლება ბევრი რამ კარგად ჟღერდეს, მაგრამ ამის განხორციელებას ეკონომიკის ეფექტური მუშაობა სჭირდება და არა საბიუჯეტო დეფიციტი. ჩვენ შეიძლება ვიყოთ თანამდგომი იმისა, რომ არაკომფროტაციულ რეჟიმში ამ პროგრამების უკეთ შესრულებაში მთავრობას დავეხმაროთ. არ მოხდეს კოლაფსი და დისკრედიტაცია თუნდაც, იმ პროგრამის, რომელიც დღეს არსებობს.
ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდება დაზღვევა. დღეს საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო ამ ყველაფერს ხელში იღებს.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, რა მდგომარეობაში აღმოჩდებიან დაზღვეულები. ასეთი ეკონომიკური განვითარების პირობებში, გაართმევს თუ არა სახელმწიფო და ბიუჯეტი თავს ძალიან დიდ ამოცანას _ დააზღვიოს კარგად, თანაბრად, ხარიასხიანად და ჯიბიდან გადასახადი ნაკლები იყოს,” _ განაცხადა წერეთელმა.