“ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” წარმომადგენლებმა ოზურგეთში 77 წლის გიული ტორონტაძე მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს.
“ხუთი თვის დამრჩა პატარა გოგონა, ჩემი შვილიშვილი, რომელსაც დედა ნაადრევად გარდაეცვალა. ერთ წელიწადშიც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და დავრჩი უიმედოდ. მოვკიდე შემდეგ ხელი “კაჭკას” და ქუჩაში სხვადასხვა სახის ნივთებს ვყიდი. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ჩემი შვილიშვილისთვის არაფერი არ მომეკლო. ყოველთვის მეხმარებოდა კეთილი ადამიანები და დღეს მიხარია, რომ საჩუქრები მომიტანეთ. სასიხარულოა ის ფაქტი ამ ქვეყნად კეთილი ადამიანები არსებობენ”,_ ტორონტაძემ.