თუმცა, უმცირესობა ამ მოხსენებას არ ეთანხმება. ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემით ბიუჯეტის შემოსავალი 38 მილიონით ნაკელბია, გასული წლის შედეგებთან შედარებით.
“სიმბოლურია, რომ დღეს, პირველ ოქტომბერს არის დებატები. ეკონომიკა, ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა, ხელფასები და პენსიები, დაგებული გზები, გზა სოხუმისა და ცხინვალისაკენ. ეკონიმიკა არის გამომცხარი პურის ყიდვის შესაძლებლობა ჩვენი თითოეული მოქალაქისათვის. ჩვენ გთავაზობთ შევამციროთ და გავაუქმოთ ის რეკომენდაციები, რომელიც მიწასთან დაკავშირებით იქნა შემოღებული”, _ განაცხადა მელიქიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.