“როგორ არ გაიცინებს ღმერთი, როდესაც შევარდნაძის დროინდელი ფინანსთა მინისტრი გველაპარაკება, რომ “ნაციონალების” დანგრეული ქვეყანა ჩაიბარეს ხელში. თქვენი დღევანდელი მოქმედება ერთ არაკს მაგონებს სულხან-საბადან ქმარსა და გარდაცვლილ ცოლზე. ჩვენი ჯერ არგარდაცვლილი ეკონომიკის საქმეს მოსახლეობა საკუთარ ზურგზე გრძნობს. იმ გაჩერებული პროექტებიდან, რომელთა ნაწილი ივანიშვილმა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე შეაჩერა. ისეთი შეგრძნება მაქვს, ჩვენი ქვეყნის ძრავა პირველ ოქტომბერს ვიღაცამ გამორთო და ქვეყანა ერთ ადგილას გააჩერა”, _ გაანცხადა ბობოხიძემ.
ბობოხიძე ივანიშვილის განცხადებას, თანამდებობიდან წასვლის შესახებ უპასუხისმგებლოს უწოდებს და ამბობს, რომ ამ განცხადებით პრემიერმა ბიზნესი მოლოდინის რეჟიმში გადაიყვანა.
“ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ უპასუხისმგებლოდ გაკეთებულმა განცხადებამ ბიზნესი მოლოდინის რეჟიმში გადაიყვანა. ბიზნესი ელოდება რამდენად შეძლებს ჩემთვის ღრმად პატივცემული დავით უსუფაშვილი და ბატონი ექს-პრემიერი ქვეყნის გაძღოლას. პირველ ოქტომბერს ივანიშვილის პირადი 6 მილიარდით მოტყუვდა საქართველოს მოსახლეობა. მან ერთი ხელის მოსმით გააჩერა ქუთაისის აეროპორტი, როგორც ლოჯისტიკის ცენტრი და ქუთაისი, როგორც საპარლამენტო ქალაქი. ცუდ მდგომარეობაშია წყალტუბო. ეს ყველაფერი სახურავის გარეშე დარჩენილ სახლს ჰგავს”, _ აღნიშნა ბობოხიძემ.