“ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ “ნაციონალებს”. იმიტომ, რომ ამ დებატებით მოგვეცა საშუალება, მოსახლეობისათვის მიგვეწოდებინა რეალური სურათი, რომელიც არც ერთ სატელევიზიო სიუჯეტში არ ჩაეტეოდა. სერიოზული წინსვლები გვაქს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ისევე, როგორც განათლებაში, ჯანდაცვაში, ექსპორტის საკითხებში. საკანონმდებლო ბაზის საკითხსა და კერძო ინვესტიციების შემოდინებასთან დაკავშირებით. აბსოლუტურად ყველაფერზე პასუხი ციფრებით გავეცით. ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობა დაინტერესებულია და თვალყურს ადევნებს ამ დებატებს,” _ განაცხადა ძიძიგურმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved