“ძალიან მიხარია, რომ იმ შემადგენლობით, რომლითაც ხელისუფლებაში ვართ, დღეს, 1 ოქტომბერს იუსტიციის სახლის ერთი წლის იუბილეს ვზეიმობთ. იუსტიციის სახლი ჩვენს გადასახადის გადამხდელ მოქალაქეებისა და ბიზნესმენების ჯიბეს 165მილიონი დაუჯდა. წელიწად-ნახევარში აშენდა და როდესაც მმართველობაში გადმომეცა, ძალიან ბევრი კარგი სიურპრიზის და ამავე დროს პრობლემების წინაშე დავდექით. ამ დროისათვის პრობლემების უმრავლესობა გადავჭერით, ხოლო რაც შეეხება კარგ სერვისებს ანუ მათ, რასაც იუსტიციის სახლი ჩვენს მოქალაქეებს სთავაზობს, ისინი მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არის, რათა კიდევ უფრო მეტი სერვისი გაიცეს და კიდევ უფრო მაღალი ხარისხის”, _ განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრმა იუბილე იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მიულოცა და მათ შრომას “მუხლჩაუხრელი” უწოდა. საიუბილეო საღამოს მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.