უმცირესობის დეპუტატი გოკა გაბაშვილი ამბობს, რომ ეს საზოგადოების მაღალ ინტერესს იწვევს და თუ გამოძიება უკვე დასრულებულია, აუცილებლად უნდა გახდეს ცნობილი ვინ დაამზადა ეს ვიდეოები.
“ფრიად უცნაური ვითარებაა, როდესაც თვეების განმავლობაში, შს სამინისტროს განცხადებებს ვისმენთ იმის შესახებ, რომ საქმეს ისევ იძიებენ. როცა თავდაცვის მინისტრმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ შსს-მ ეს საქმე ამ დრომდე ვერ გამოიძია და ალასანიას უწყებამ გამოძიებაში ჩართვის სურვილი გამოთქვა, დღეს უკვე შსს ამბობს, რომ საქმე უკვე გახსნეს.
საინტერესოა, თუ ერთი თვეა, რაც საქმე გახსნილია, საზოგადოების მაღალი იუნტერესიდან გამომდინარე, რატომ არ ვრცელდება ეს ინფორმაცია. თავდაცვის მინისტრის ჯიბრზე საქმეს ერთ დღეში როგორ გახსნიდნენ?! აქ სრულიად აშკარაა, რომ ალასანიას და ღარიბაშვილს შორის წესრიგი არ არის.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დაამზადა ეს ვიდეოები,” _ განაცხადა გაბაშვილმა.
უმრვალესობის წევრი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ ამ ფაქტის გახმაურება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხდებოდა და ამიტომ, შსს ფაქტის გახმაურების საკითხს თვითონ გადაწყვეტს.