ბაქრაძემ პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” ნამდვილად მოახერხა და ქვეყნის ისტორიაში პირველად, ხელისუფლება მშვიდობიანად გადაიბარა.
“შარშან ამ დროს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდა. ეს იყო კარგი ფაქტი.თქვენ შექმენით პრეცენდენტი, რომ ქვეყანაში ხელისუფლების გადაბარება მშვიდობიანად მოხდა”, _ ასე მიმართა ბაქრაძემ უმრავლესობის წევრებს.
უმცირესობის დეპუტატი პოლიტიკური დებატების მიმდინარეობისას ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას შეეხო და აღნიშნა, რომ ამ მხრივ სიტუაცია მძიმეა. ეკონომიკა ვარდნას განიცდის და ეს დაპირისპირებაზე ორიენტირებული პოლიტიკის შედეგია.
“მთავარი კითხვა დღეს ისაა თუ რა ხდება პირველი ოქტომბრის შემდეგ და რა მოიტანა ამ ერთმა წელმა. სამწუხარო პასუხი გახლავთ, ის რომ ამ წელმა ეკონომიური პრობლემები და ვარდნა მოგვიტანა. სამუშაო ადგილების გაუქმება და ა.შ. მინდა შემოგთავაზოთ ერთობლივი ინიციატივა. ეს არის გადასახადების შემცირება. მოდით გავაკეთოთ ის, რასაც ადამიანები იგრძნობენ ყოველდთვიურად, დავწიოთ გადასახადი და ბიზნესი იგრძნობს რომ, მას შეუძლია შექმნას ახალი სამუშაო ადგილები”, _ ასე მიმართა პარლამენტი ტრიბუნიდან დავით ბაქრაძემ პოლიტიკურ ოპონენტებს.