სწორედ ამის გამო გადადო ამ საკითხის განხილვა ევროსაბჭოს ბიურომ ნოემბრამდე. ეს უარყოფს რუსეთის დელეგაციის წევრების მოსაზრებას, რომ თითქოს საკითხი ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო, რაც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. საქართველოს დელეგაციას მომზადებული აქვს მემორანდუმი პროცედურის შესახებ და ვარაუდობენ, რომ ნოემბერში განხილვისას მათ მიერ წარმოდგენილი არგუმენტები დამაჯერებელი იქნება.
საქართველოს პარლამენტის წევრის, თინა ხიდაშელის თხოვნით ევროპის საბჭოს ბიუროს სხდომის დღის წესრიგში დადგა საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ.
ლიბერალ დემოკრატთა პოლიტიკურმა ჯგუფმა (ALDE) განსაკუთრებული დრო და ყურადღება დაუთმო ამ საკითხს. ანა გუტუმ ლიბერალების ფრაქციის სახელით გაკეთებულ შეფასებაში დაგმო მიმდინარე პროცესები და რუსეთის მხრიდან ევროსაბჭოს მიერ ოკუპაციის შესახებ მიღებული რეზოლუციის შესრულება მოითხოვა.
ქართული დელეგაცია ევროპის საბჭოს იანვრის სესიის ოფიციალურ დღის წესრიგში საოკუპაციო ზონის გაფართოების საკითხის ჩასმას გეგმავს.