მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მურად აბლოთია, აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ კვირტია და შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები.
იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ვახტანგ ყოლბაიას და მთავრობის წევრებს არსებული მძიმე საცხოვრებელი პირობები გააცნეს. ობიექტზე მოშლილია საკანალიზაციო სისტემა, შენობა ავარიულია და ასევე, მძიმე სანიტარული მდგომარეობაა, რის გამოც დევნილებმა ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს მიერ შენობის ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს. დევნილებმა ასევე დააყენეს მოთხოვნა ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების შესახებ.
ვახტანგ ყოლბაია და მურად აბლოთია დევნილებს პრობლემების უახლოეს მომავალში მოგვარებას დაპირდნენ.