დეპუტატმა ამის მაგალითად თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას შემთხვევა მოიყვანა და განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრმა მას განაჩენის გამოტანამდე ურჩხული და მონსტრი უწოდა.
“იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანი დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმცია და ბაჩანა ახალაიას მონსტრი და ურჩხული უწოდა. ისინი გამუდმებით არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმციას. ახლა სასამართლო პროცესები იწელება. პროკურორები შპარგალკებით ხელმძღვანელობენ. ახლა გადავიდნენ ახალ პრაქტიკაზე, პროცესების გაწელვაზე. დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდი, რომ ასეთი მიდგომა საერთაშორისო ასპარეზზე საქრთველოს იზოლორებას გამოიწვევს,” _ განაცხადა წიკლაურმა.