პარლამენტს კვიტაიშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით 58-მა დეპუტატმა მიმართა. გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატებმა აღნიშნული საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გასატანად მხარი დაუჭირეს.
“პროცედურა არის შემდეგი: 76-მა დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე მხარი უნდა დაუჭიროს იმას, რომ საკითხი პლენარული სესიის დღის წესრიგში მოხვდეს. ამის შემდეგ, 30 დღის განმავლობაში 90 ხმით უნდა მოხდეს კარლო კვიტაიშვილისათვის უნდობლობის გამოცხადება. თუ 90-მა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა საკითხს, მაშინ ერთი წლის განმავლობაში მისი მეორედ დასმა ვერ მოხდება,” _ განაცხადა უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ.
დეპუტატები კარლო კვიტაიშვილის იმპიჩმენტის მიზეზად მისი საქმიანობაში ინტერესთა კონფლიქტს ასახელებენ.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ივლისში კვიტაიშვილის იმპიჩმენტს მარეგულირებელის საქმიანობის შემსწავლელი კომისია ითხოვდა.