“საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი დიდ შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის უშიშროების ძალების მიერ საქართველოში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების შორის არსებული ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ღობეებისა და სხვა დაბრკოლებების აღმართვის მიზნით საქმიანობის გაგრძელებასა და გააქტიურებაზე. ეს საქმიანობა არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, უქმნის მნიშვნელოვან სირთულეებს მოსახლეობას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს და წარმოშობს სერიოზულ გამოწვევას სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ამ რეგიონებში.”
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უზრუნველყოს ამ ბარიერების მოხსნა. ის კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 30 სექტემბერს საქართველოში სტუმრობისას ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვივნენ.