ევროპის საბჭოში პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შავი ზღვის აუზის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (PABSEC) მოქმედი თავმჯდომარის რანგში შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან, პედრო აგრამუნდთან და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ევროპელი დემოკრატების (EDG) პოლიტიკურ ჯგუფთან. შეხვედრების მთავარი თემები იყო: მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები და საარჩევნო მონიტორინგი.
დავით უსუფაშვილმა შეხვედრების მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს, პედრო აგრამუნდს და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ევროპელი დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფის წევრებს სთხოვა ყურადღებით დააკვირდნენ მიმდინარე პროცესებს და მათ გააქტიურებისაკენ მოუწოდა. დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების უყურადღებობამ გამოიწვია მძიმე შედეგები და ახალი ხელისუფლება მსგავს შეცდომებს არ გაიმეორებს.