საგამოძიებო კომისიის ხელმძღავნელის თინა ხიდაშელის განცხადებით, განსაკუთრებით საინტერესო ტელეკომპანია “ალანიას” პირველი დირექტორის პასუხების მოსმენა იქნება.
“დღეს “ალანია”, “საქართველოს” პირველი პირები არიან დაბარებული. რომლებმაც წინა კვირაში ჩამობრძანება ვერ მოახერხეს. ჩემი აზრით განსაკუთრებით საინტერესო იქნება ბატონი თათაშვილის დაკითხვა. ის ალანიას პირველი დირექტორი იყო და საინტერესოა, რა პასუხები აქვს ყველა იმ კითხვაზე, რომელიც ამ ხნის მანძილზე ისმებოდა. ასევე, დაბარებულია ნიკა გვარამია მცირე ნაწილი შეეხება “რუსთვი 2”-ს. ძირითადი კითხვები “საქართველოს” ირგვლივ იქნება.”
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “ალანიას” ხელმძღვანელები საპარლამენტო კომისიის წინა სხდომაზე იყვნენ დაბარებულები. თუმცა ისინი კომისიის სხდომას არ დასწრებიან.