“არსებობდა იმის საფუძველი, რომ სხდომა დახურულიყო, რადგან ბევრი ფაქტი საიდუმლო ხელშეკრულებების ფორმატშია რეგულირებული”,_ აღნიშნავს მიროტაძე დ დასძენს, რომ “ალანიამ” ლოგოთი მაუწყებლობა,2005 წელს დაიწყო,თუმცა ტელევიზიას ამის უფლება არ ჰქონდა.
“ლაპარაკი იმაზეა რომ ტელეკომპანია “ალანიამ” ლოგოთი 2005 წელს დაიწყო მაუწყებლობა.როგორც აღმოჩნდა მათ ამის უფლება არ ჰქონდათ. ამიტომ, კომისიის სხდომაზე ვიკვლევთ რამდენად კანონიერად ხდებოდა ეს ყველაფერი.ისინი ამბობდნენ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობდნენ და შეთანხმება ქონდათ მსგავსი პროექტი გაკეთებულიყო, რადგან ეს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი იყო. ხოლო სამინისტროსთან,თანამშრომლობა, საიდუმლო ხელშეკრულებების საფუძველზე ხდებოდა. ასახელებენ ადამიანებს, რომელთანაც, მათ უშუალო კავშირი ჰქონდათ და ეს შსს-ს პირველი მოადგილე ამირან მუსხელი იყო”, _ განაცხადა საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ანი მიროტაძემ.