ნაკრებში მოხვედრისათვის ერთმანეთს საქართველოს ყველა რეგიონის საუკეთესო კარატისტები ეპაექრებოდნენ.
ლანჩხუთის რაიონის ღირსებას სპორტული ცენტრის ოთხი წარმომადგენელი იცავდა: გიორგი კეჭეხმაძე, დავით წილოსანი, თორნიკე ცინცაძე, ნიკა ჩხაიძე ( მწვრთნელები მერაბ თურქია, ლაშა ბერიძე).
ოთხი სპორტსმენიდან, სამმა ოქროს მედალი აიღო, მხოლოდ დავით წილოსანი დასჯერდა ბრინჯაოს, რაც უდავოდ დიდი წარმატებაა.
გიორგი კეჭეხმაძე (14-15წელი, -63კგ.)— მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, მან ბრწყინვალედ იასპარეზა და დაამტკიცა, რომ ღირსია იყოს ნაკრების წევრი.
თორნიკე ცინცაძე (14-15წელი, -70კგ.) — თავის თავს აჯობა, და როგორც სპეციალისტები აღნიშნავდნენ, ერთ-ერთი საუკეთესო ფინალი ჩაატარა.
ნიკა ჩხაიძე (16-17წელი, -68კგ.) -დაძაბული ფინალი ჰქონდა ზუგდიდელ ქობალიასთან, 0-3-ს აგებდა, მაგრამ მოხდინა გარდატეხა, იპოვა საკუთარი ძალები და წაგებული ბრძოლა შემოაბრუნა.
დავით წილოსანი (14-15 წელი, -52კგ.)— მეტს მოველოდით, იგრძნობოდა, რომ ახალი დაწყებულია სეზონი და არ იყო ოპტიმალურ ფორმაში. მას აქვს პოტენციალი და მომავალი წინაა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ ბიჭებს შეკრება არ გაუვლიათ, მწვრთნელთან ერთად ერთობლივად ვარჯიშობდნენ.
4-6 სექტემბერს, თურქეთში, ქალაქ ბურსაში ტარდება ევროპის ჩემპიონატი, სადაც, საკუთარი ხარჯებით, გაემგზავრებიან გუგა ივანაშვილი, გიორგი ზენაიშვილი და გიორგი კეჭეხმაძე.