_ საუბედუროდ, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ რომელიმე ენას დახვეწილად ვფლობ და პირველ რიგში, კი ქართულ ენას. ამას ძალიან განვიცდი და საზოგადოება მინდა, გაგებით მოეკიდოს. “მიჯირყვნა” არ მითქვამს, “მიჭირხვნა” ვთქვი. ეს აბსოლუტურად ქართული სიტყვაა და დაწოლას ნიშნავს. ეს შეიძლება, ასე გაისმა. ამ სიტყვას ხშირად ვხმარობ. ეს სიტყვა არალიტერატურული არაა. ეს არაა შეურაცხმყოფელი. ცუდია, რომ ეს ჟურნალისტებმა ეს ვერ გაიგეს, მათ ქართული ენა კარგად უნდა იცოდნენ. აი, ერთ-ერთ პრეტენზია, _ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა “გურია ნიუსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომლის ვიდეო ჩანაწერის ნახვა შეგიძლია აქ.