ოზურგეთის ქართული ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლ “გურიას” სოლისტებმა – სოფო გელაშვილმა, ბექა თოიძემ და კოკა დარჩიამ 1 ოქტომბერს ქალაქ ვლადიკავკაზში ამიერკავკასიის და მსოფლიო ხალხთა ეროვნული ცეკვების საერთაშორისო კონკურსზე მონაწილეობა მიიღეს.
წყვილების კონკურსზე ოზურგეთელმა მოცეკცვავებმა სამი ცეკვა შეასრულეს: “ქართული”, “მოხევური” და “აჭარული სუიდა”. სწორედ ამ ცეკვების შესრულების შემდეგ მათ პირველი ადგილი დაიკავეს. მეორე-მესამე ადგილები ესპანეთის და ოსეთის მოცეკვავებმა დაიაკვეს.
გამარჯვებულ წყვილებს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის სპეციალური პრიზი გადაეცათ.