სამართალდამცველებმა ფლორიან რ-ს პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ლიზერგინის მჟავით – ე.წ. “ელ-ეს-დე”-თი გაჟღენთილი 72 მცირე ზომის ფირფიტა ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).