შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე, რაიონების მუფთები და ქართველ მუსლიმთა სამმართველოს წევრები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუსლიმთა სამმართველოს მუშაობას, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას, ჭელას მინარეთისა და სხვა საკითხებს.