https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პაატა მანჯგალაძე: “კონკრეტული პიროვნებების დასახელებისგან თავს შევიკავებ”

16:10; 5.10.2013
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

არის თუ არა ზეწოლა “ნაციონალების“ კომისიის წევრებსა და თავმჯდომარეებზე და გარდაუვალიათუ არა არჩევნებში მეორე ტური, ამის შესახებ “გურია ნიუსთან“ გურიის გუბერნატორის მოადგილე, პაატა მაჯგალაძე საუბრობს.

_ ბატონო პაატა, მოახლოვდა არჩევნები. საინტერესოა, სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორის ადმინისტრაციის პოზიცია მთელი რიგი საკითხების მიმართ. მაგალითად, ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ძალაში შედის კონსტიტუციის ის მუხლები, რომლითაც სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის დანიშვნის უფლებამოსილება პრეზიდენტიდან გადადის პრემიერ-მინისტრის კომპეტენციებში. შესაბამისად, რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ გუბერნატორის და თქვენი თანამშრომლობა პრემიერ-მინისტრთან?!

_ კითხვა ისეა დასმული, თითქოს ჩვენს ძირითად საზრუნავს თანამდებობა წარმოადგენდეს. ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, სულაც არ მიმაჩნია, რომ დღეს უმთავრესი იმ საკითხის გარკვევა იყოს, ვინ რომელ თანამდებობაზე იქნება.

_ რა პროცესები გაქვთ მხედველობაში?

_ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ვგულისხმობ იმას, რომ ოფიციალური, სტატისტიკური მონაცემებითაც კი, შეჩერებულია ეკონომიკური ზრდის ტემპები. ამას ახალი მთავრობაც არ უარყოფს. ეკონომიკური ზრდის ტემპის შეჩერება გულისხმობს კერძო სექტორში ყოველდღე ახალ-ახალი სამუშაოების დაკარგვას. ეს სოციალური თემატიკაა.

მე ყურადღებას ამაზე იმიტომ ვამახვილებ, რომ სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისთვის დასაქმების პრობლემა ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია, მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენთვის უმთავრესი, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესია.

მაგალითად, საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან შექმნილი ვითარება, როდესაც დღითიდღე იზრდება საოკუპაციო ზონა და იმის ნაცვლად, რომ ამაზე მყისიერი რეაქცია ხდებოდეს და გამოყენებული იყოს სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმები, მთავრობა ამასაც “გაგებით ეკიდება”, ისევე, როგორც კრიმინალის მატებას ქვეყანაში.

_ ბატონო პაატა, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს _ კონკრეტული ფაქტების მოყვანა შეგიძლიათ?

_ რა თქმა უნდა, ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, მაგრამ მხოლოდ ერთს გეტყვით _ ცოტა ხნის წინ, ექსპერტებთან შეხვედრისას, პრემიერმა განაცხადა, რომ საზღვრის გადმოწევა უკავშირდება სოჭის 2014 წლის ოლიმპიადას. იმის ნაცვლად, რომ პრემიერ-მინისტრი იყოს ტონის მიმცემი მთავრობის სხვა წევრებისთვის და უმკაცრესი განცხადებები კეთდებოდეს, პრემიერმა შემგუებლური პოზიციის დაჭერა ამჯობინა, რაც ნამდვილად საგანგაშო სიგნალია და ახალისებს ოკუპანტს საოკუპაციო ზონის ახალ-ახალი ტერიტორიების მიტაცებაში. საკმარისია, თვალი გადაავლო საქართველოს ისტორიას, უმალ დარწმუნდებით პრემიერის პოზიციის მცდარობაში. რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ჯერ კიდევ 1801 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. რა შუაშია სოჭის ოლიმპიადა?!

_ მოდით, თავი დავანებოთ საგარეო პოლიტიკას და ადგილობრივ რეალობაში დავბრუნდეთ. როგორ შეაფასებდით მიმდინარე საარჩევნო პროცესს, საარჩევნო გარემოს, რამდენად თანაბარი პირობები გააჩნიათ კანდიდატებს და ხომ არ არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები?

_ გასაგებია თქვენი ინტერესი _ რა თქმა უნდა, ყველას ყურადღება არჩევნებისკენ არის მიმართული, მაგრამ მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენგანის პოზიცია უნდა იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვა, რადგან მთავრობა იცვლება, თანამდებობის პირები მიდიან და მოდიან.

ჩვენი ამ თაობის მთავარი გამოწვევა სწორედ ის არის, თუ რას დავუტოვებთ ჩვენს მომავალ თაობას. რაც შეეხება საარჩევნო საკითხებს, ხელისუფლება სარგებლობს მთელი რიგი პრივილეგიებით და უპირატესობებით, მაგრამ მთავარია, ქმედება არ გასცდეს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს.

თქვენ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მკითხეთ _ რა თქმა უნდა, ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მაგალითად, სოფლის რწმუნებულები აქტიურად არიან ჩართულები სახელისუფლო კანდიდატის მხარდამჭერი შეხვედრებისას ხალხის მობილიზებაში. ასევე, დაფიქსირდა საარჩევნო საუბნო კომისიის წევრებზე გარკვეული ზემოქმედების ფაქტები, მაგალითად, პირადი სურვილით კომისიის წევრობაზე უარი განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წარდგენილმა ოცამდე კომისიის წევრმა. ისინი, რა თქმა უნდა, რჩებიან ამ პარტიის მხარდამჭერებად, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, თავს იკავებენ კომისიის წევრობაზე.

_ იქნებ, დაგვიკონკრეტოთ, ზეწოლის რა ფაქტებზეა საუბარი?

_ კი, ბატონო. თუმცა, სათანადო არგუმენტების გარეშე არ მჩვევია საუბარი. თქვენ შეგიძლიათ, მოიძიოთ ეს სიები, ვინც ბოლო პერიოდში უარი განაცხადა კომისიის წევრობაზე, როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში”, ასევე, საოლქო საარჩევნო კომისიაში. რაც შეეხება მიზეზებად, როგორც ჩემთვის ცნობილია, ოფიციალურ საუბრებში ასახელებენ ოჯახურ პირობებს, ხოლო პირად საუბრებში უთითებენ, რომ სხვადასხვა სამსახურში დასაქმებულია მათი ახლობლები და არ სურთ, მათ რაიმე პრობლემები შეექმნათ.

_ თქვენ მოგიაზრებენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლად გურიაში. ასევე, ჩართული იყავით ბოლო პერიოდში ჩატარებულ ყველა არჩევნებში, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი. თქვენი მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებები უცნაურად არ გეჩვენებათ?

_ ჟურნალისტები, ხშირად ჩემთან საუბრისას, ჩემს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქმიანობას მახსენებენ, თითქოს ამაში რაიმე კანონდარღვევა იყოს. მე ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩემი, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის მიერ კანონდარღვევის ფაქტზე ან არჩევნებში უხეშად რაიმე ფორმით რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობის არც ერთი ფაქტის მოყვანა არ შეგიძლიათ. არა იმიტომ, რომ თქვენ არ იცით, არამედ იმიტომ, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.

მე მესმის, როცა ამ კითხვას მისვამენ, აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ მაშინ ცესკოს წარმომადგენელი ვიყავი და ახლა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ვარ. დიახ, ასეა, დრო მიდის, ადამიანები იცვლიან სამსახურს, პოზიციებს. ისე ცნობისთვის, ერთხელ და სამუდამოდ რომ ამოვწუროთ ეს თემა და მის ირგვლივ მოვხსნათ კითხვითი ნიშნები.

მოკლედ გეტყვით იმ მიზეზების შესახებ, თუ რატომ ვიყავი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი და რა შეხება მქონდა არჩევნებთან. პროფესიით ვარ იურისტი, დავამთავრე ასპირანტურა კონსტიტუციური სამართლის სპეციალობით, საარჩევნო სამართალი წარმოადგენს კონსტიტუციური სამართლის ნაწილს. 2002, 2003, 2006, 2008 და 2011 წლებში გავლილი მაქვს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტრენინგები, საარჩევნო სისტემაში მიმუშავია სხვადასხვა თანამდებობაზე: დამკვირვებელი, კომისიის წევრი, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, თავმჯდომარე, ოლქის იურისტი, ოლქის წევრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის პასუხისმგებელი სპეციალისტი, საარჩევნო საკითხების ტრენერი – ფასილიტატორი. ბუნებრივია, ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, როცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა ვაკანსია ტრენერის თანამდებობაზე, მე ამირჩიეს.

_ გასაგებია, რომ გამოცდილება გაქვთ საარჩევნო საკითხებში, მაშინ როგორ შეაფასებთ იმ ფაქტს, რომ საარჩევნო კომისიებში “ნაციონალების“ სახელით საეჭვო რეპუტაციის მქონე კომისიის წევრები დღეს “ქართულ ოცნებას” წარმოადგენენ?

_ საეჭვო რეპუტაცია ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, არაფრის მთქმელია. პირის კომისიის წევრობაზე უარის თქმის საფუძველი ის კი არ არის, ვის რა შეხედულება აქვს ამ პიროვნების მიმართ, არამედ მის მიერ ჩადენილი და კანონით დადგენილი წესით დადასტურებული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. შესაბამისად, თუ ასეთი ხალხი არსებობდა და დღეს ისინი “ქართულ ოცნებას“ ემსახურებიან, ის უკვე არა “ნაციონალური მოძრაობის”, არამედ “ქართული ოცნების“ პრობლემაა.

_ თქვენ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობდით. როცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი იყავით, ჰქონდა თუ არა მსგავს ფაქტებს ადგილი?

_ კი, რა თქმა უნდა. ეს მასშტაბური არ ყოფილა, მაგრამ საჯარო მოხელეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს, როგორც მახსოვს, ადგილი ნამდვილად ჰქონდა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ მთავარი ის არ არის, რა ხდებოდა წინათ და ამით არ უნდა გავამართლოთ დღევანდელი დარღვევა. თუ გვინდა, რომ განვვითარდეთ და წინ წავიდეთ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ რა ხდება დღეს.

_ და რა ხდება დღეს, ბატონო პაატა?

_ ხდება ის, რომ პრეზიდენტობისკანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის შტაბის წარმომადგენლები დადიან სოფელ-სოფელ, ატარებენ მხარდამჭერ შეხვედრებს, სადაც სახელმწიფოს მიერ გაკეთებულ და შემდგომში სოფლის პროგრამებით გასაკეთებელ საქმეებს ასაღებენ, როგორც პარტიულ მიღწევად და მათ დამსახურებად.

_ თუკი ეს დარღვევაა, რატომ არ მიმართავთ შესაბამის სტრუქტურებს?

_ სწორად დასმული კითხვაა. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია თუ პოლიტიკური პარტია აგროვებს მსგავსი ტიპის ინფორმაციებს და ალბათ, გატარებული იქნება შესაბამისი ღონისძიებებიც, მაგრამ გასაკვირი ის კი არ არის, ესენი ამას როდის გააკეთებენ.

მე მაკვირვებს ის, რომ წინა წლებთან შედარებით, თუნდაც თქვენი გაზეთის ჟურნალისტები რატომ პასიურობთ ამ მიმართულებით?

_ ერთი შემთხვევა დაგვისახელეთ, ჩვენთვის რაიმე ფაქტი გახდა ცნობილი და სათანადო რეაგირება არ გავაკეთეთ?

_ მე ის კი არ ვთქვი, რომ თქვენ რაიმე დამალეთ, არამედ ვთქვი, რომ თქვენი მხრიდან ინიციატივები დარღვევების გამოვლენაში ნაკლებია.

_ თქვენი ინიციატივა სადღაა? რას ნიშნავს ყბადაღებული კოჰაბიტაცია და თქვენ, როგორც წინა მთავრობის წარმომადგენელს,როგორ გესმით სამართლიანობის აღდგენა.

_ კოჰაბიტაცია არა მარტო ეტიმოლოგიურად, არამედ, შინაარსობრივადაც უცხოა საზოგადოებისთვის. ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბოლო ათწლეულების მანძილზე არ არსებობდა დამარცხებული და გამარჯვებული ხელისუფლების თანაარსებობის პრაქტიკა და ამაში ცუდს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, როცა გყავს დამოუკიდებელი პროკურატურა, როგორც ახლა აცხადებენ, სხვა არაპოლიტიზირებული სამართალდამცავი სტრუქტურები, რეფორმირებული სასამართლო, სამართლიანობის იდეაზე აპელირება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და მოქალაქეებში შუღლის ჩამოგდების მცდელობად მიმაჩნია.

თუკი არსებობს კონკრეტული დანაშაული, მაგალითად, საუბრობენ ბიზნესში ჩარევაზე, კერძო საკუთრების ხელყოფაზე, ადამიანის დარღვეულ უფლებებზე, გამოიძიონ ეს საქმეები და თუ გამოიკვეთება კონკრეტული პიროვნების პასუხისმგებლობის საკითხი, მოხდეს მათი დასჯა და ერთი წელი ნამდვილად საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ ამ მიმართულებებით კონკრეტული შედეგები დამდგარიყო, მაგრამ ამ ცივილიზებული გზით წასვლა, ბევრი მიზეზების გამო, ჩვენი ქვეყნის ავისმოსურნეებს არ აძლევთ ხელს, რადგან ადვილია დააბრალო ადამიანს რაღაცა, მაგრამ ძნელია, მოიტანო ამის დამამტკიცებელი საბუთი. აქვე აღვნიშნავ, რომ ყოველი ასეთი იდეის გავრცელებას ბრმად ნუ წამოვეგებით და მისი არსის გამოცნობისას კარგად დავაკვირდეთ, რა წარსულის მქონე ადამიანები საუბრობენ სამართლიანობის აღდგენაზე.

_ რა წარსულის ადამიანები საუბრობენ, ბატონო პაატა?

_ მაგალითად, სამართლიანობის აღდგენა მე ასე მესმის _ 2003 წელამდე, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობა” მოვიდოდა ხელისუფლებაში, ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო, სამართლებრივ სახელმწიფოში გვეცხოვრა, არ ყოფილიყო კორუფცია, კრიმინალი, მაფია, მაღალი ყოფილიყო ხელფასები, პენსიები, დაცული ყოფილიყო ადამიანის უფლებები და არ ყოფილიყო სოციალურად დაუცველი მოსახლეობა და “ნაციონალების” მოსვლის შემდეგ ეს ყველაფერი გაუარესებულიყო, მაშინ ვისაუბრებდით სამართლიანობის აღდგენაზე, მაგრამ, როცა დღეს ყოფილი კრიმინალი, ყოფილი კორუმპირებული ჩინოვნიკი, ის ხალხი, ვინც წლების განმავლობაში მართლა გაყვლიფა და გაძარცვა მოსახლეობა და დღეს სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობს, მაპატიეთ, მაგრამ მაგას ნამდვილად ვერ მივიღებთ.

_ დაგვისახელეთ, კონკრეტულად ვის გულისხმობთ.

_ კონკრეტული პიროვნებების დასახელებისგან თავს შევიკავებ. მოგეხსენებათ, თითოეულ მათგანს ოჯახები ჰყავთ და რაც არ უნდა ცუდი გაეკეთებინათ, არ მინდა მისმა შვილებმა და შვილიშვილებმა თავი დამცირებულად იგრძნონ?! თქვენ თუ დააკვირდებით, მე ამაში ვგულისხმობ იმას, ვინც სამართლიანობის აღდგენის იდეას ეფარება. პრეზიდენტობის რომელი კანდიდატის უმთავრესი თემა და ლოზუნგის იდეაა სამართლიანობის აღდგენა? დაფიქრდით და თავად გექნებათ პასუხი ამაზე!

_ მოახლოებული არჩევნების ფონზე როგორ შეაფასებთ თითოეული კანდიდატის შანსებს?

_ არჩევნებიდან ერთი თვით ადრე კონკრეტულ შანსებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ დღევანდელ რეალობას მეორე ტური გარდაუვალია, რომელშიც მონაწილეობას ორი კანდიდატი _ ბაქრაძე და მარგველაშვილი მიიღებს.

_ რას ეფუძნება თქვენი ეს პროგნოზი?

_ არსებობს მხოლოდ ორი არჩევანი _ტკბილი ტყუილი და მწარე სიმართლე. ტკბილი ტყუილი ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არის ადამიანების გარკვეული რაოდენობა, რომელსაც კიდევ სჯერა ცრუ დაპირებების და ელოდება აუხდენელი ოცნებების ასრულებას. ხოლო მწარე სიმართლე გულისხმობს იმას, რომ, საბედნიეროდ, არსებობენ პრაგმატული ადამიანები, რომლებიც საყოფაცხოვრებო საჭიროებებზე და ფუჭ ოცნებებზე არ არიან ადევნებულნი, რეალურად აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესს, ქვეყნისშესაძლებლობებს და არჩევანს აკეთებენ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ

21:31; 20 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

მთავრობის პროპაგანდა ხშირად კრემლის ნარატივებს იმეორებს – MDF-ის კვლევა

15:08; 20 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

„ოცნების“ დეპუტატი, რომელმაც საათებში ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადა

13:45; 20 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ განთავისუფლდეს ამ მძიმე ტვირთვისგან, სახელმწიფო მხარში დაუდგება”- სარჯველაძე

10:58; 20 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მომდევნო წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, დაახლოებით, 1 500 000 000 ლარს გაუტოლდება

10:35; 20 დეკემბერი, 2025

"27 ოქტომბერმა უნდა აჩვენოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რომ ხალხი და ხელისუფლება ერთი მიმართულებით იყურება"

გიორგი მარგველაშვილის შეხვედრები ზემო აჭარაში

ყველა სიახლე

საზოგადოება

ავტომაგისტრალებზე არსებული შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა

11:58; 21.12.2025
საზოგადოება

“დღეს ზამთრის მზებუდობაა! მზის ყველაზე მოკლე სამუშაო დღე…”

11:32; 21.12.2025
ფინანსები

2026 წლიდან ხელფასები და პენსია იზრდება _ ვინ რამდენს მიიღებს

10:21; 21.12.2025
საზოგადოება

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

10:04; 21.12.2025
ფეისბუქსტატუსები

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025
ზაფრანი

„დიდი შერკინება“

9:44; 21.12.2025
ზაფრანი

სანდრო ჟორჟოლიანის ცრემლები

9:43; 21.12.2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ

21:31; 20.12.2025
საზოგადოება

ავტომობილი ხეს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა – ადგილიდან ვიდეო ვრცელდება

21:19; 20.12.2025
სამართალი

სენაკში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

20:48; 20.12.2025
ზაფრანი

გივი და ავტოინსპექტორი

20:33; 20.12.2025
კულტურა

„დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”

18:02; 20.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთზე

17:09; 20.12.2025
სამართალი

გარყვნილი ქმედება არასრულწოვანთან და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა, გამოყენება – დაკავებულია 1 პირი

17:00; 20.12.2025
სამართალი

ოზურგეთელი ცეკვის მასწავლებლის სასამართლო სხდომა ჯერ არ გამართულა

16:52; 20.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025
0

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო