გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული სხვისი სახელით, სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით, მოქალაქე ნ. ბ-სთან ვირტუალურ ინტიმურ კავშირს ამყარებდა და ჩაწერილი ჰქონდა სექსუალური ხასიათის ვიდეორგოლები.
მოგვიანებით თამაზ ჩ. დაუკავშირდა ნ. ბ-ს და მოსთხოვა მისთვის 400 ლარი გადაერიცხა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მაკომპრომიტირებელი მასალების სოციალურ ქსელში ატვირთვით დაემუქრა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი ბინიდან კუთვნილი ორი ლეპტოპი ამოიღეს.
გამოძიება გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).