საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ჩოხატაურის პოლიციის ყოფილი უფროსი, მანამდე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი ტატო ვასაძე, 2012 წლის დეკემბერში, აჭარაში, ქალაქ ბათუმის მთავარ სამმართველოში უბნის ინსპექტორ- გამომძიებლად დაინიშნა. ის, რამდენიმე თვეში, ქობულეთის პოლიციის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს. ახლა კი, ერთი კვირაა, რაც ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში დეტექტივად დაინიშნა.
აღნიშნული ინფორმაცია “გურია ნიუსთან” ტატო ვასაძემ დაადასტურა.