https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“რეალური დაპირისპირება თუ ხელოვნური გამწვავება?” _ 8 რეკომენდაცია აღმსარებლობის თავისუფლებაზე

16:10; 8.10.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

უბრალოდ მაშინ არ იყო გაშუქებული ეს ინციდენტები. გამომდინარე იქედან, რომ ამჟამად პოლიტიკური სიტუაცია განსხვავებულია, ამის გამჟღავნება და აფიშირება უფრო მეტად ხდება, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება. რა თქმა უნდა, არის პრობლემები იგივე ჭელასთან დაკავშირებით. ის ფორმა, რაც იქ ხდებოდა მიუღებელი და შეურაცხმყოფელია საქართველოს მოქალაქე მაჰმადიანებისთვის. რა თქმა უნდა, ამ ფაქტს ვსწავლობთ. გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია და ამის შესახებ ცალკე გავაკეთებთ დასკვნას. იცით რა არის, ყოველთვის იქნება ვიღაც ვინც შეეცდება მღვრიე წყალში თევზის დაჭერას.” _  განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა “გურია ნიუსთან” საუბრისას.

2012 წლის ოქტომბრის პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ, საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო რწმენისა და აღმსარებლობის კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებების დაცვის საკითხმა. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მომხდარმა შემთხვევამ, რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევის ფაქტები გამოკვეთა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სამთავრობო და ექსპერტულმა წრეებმა, არაერთი საჯარო განცხადება და შეფასება გამოთქვეს ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროსა და ბოლოს უკვე, 2013 წლის 26 აგვისტოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში რელიგიურ ნიადაგზე შექმნილი სირთულეების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ინციდენტთან დაკავშირებით მყისიერი გამოხმაურება მოახდინა: “ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის მშენებლობამ და მასზე სახელმწიფო სტრუქტურების რეაგირებამ, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. თავის მხრივ, სახელმწიფოს სტრუქტურების ქმედებების საბაბი გახდა მინარეთის მშენებლობის პროცესში კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების უგულებელყოფა და მინარეთის აღმართვა შესაბამისი ნებართვის გარეშე. “

“აღმსარებლობის თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს ამ გარანტიების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ორგანოებს, საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების დროს, აკისრიათ ვალდებულება, იმოქმედონ განსაკუთრებული სიფრთხილით, როდესაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეთა რელიგიურ გრძნობებს.” _  განაცხადა 2013 წლის 9 სექტემბრის რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.

2013 წლის 26 აგვისტოს საპარლამენტო ოპოზიციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ: “ფართო საზოგადოების მუდმივ შეშფოთებას იწვევდა გასული წლის ნოემბრიდან რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებისა თუ სხვა სახის ინციდენტების ზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამწუხაროდ, ბოლო თვეების მანძილზე მომხდარი ინციდენტების დროს, მათ შორის სოფლებში წინწყაროსა თუ სამთაწყაროში, სახელმწიფომ არ შეასრულა მასზე დაკისრებული საკუთარი მინიმალური ფუნქციებიც კი. სახელმწიფო არ გამოვიდა საქართველოს მოქალაქეთა სამოქალაქო უფლებების დამცველად და არ აღკვეთა ძალადობა. მეტიც, სხვადასხვა უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირებმა გააკეთეს წინდაუხედავი განცხადებები, რითაც ხელი შეუწყვეს მეტად სახიფათო კლიმატის ჩამოყალიბებას.”

  1. რამდენად ობიექტურია დასახელებული წინაპირობები, რომელიც კონფესიებს შორის დაძაბულობას და შეუწყნარებლობას იწვევს;
  2. რელიგიურ ნიადაგზე არსებული პრობლემები აჩვენებს რეალურ დაპირისპირებას თუ მიუთითებს საკითხის ხელოვნურ გამწვავებაზე;
  3. რამდენად უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას;
  4. რა პასუხისმგებლობა აკისრია საქართველოს საპატრიარქოს, ცალკეულ კონფესიებსა და სამთავრობო უწყებებს რელიგიურ ნიადაგზე არსებულ შესაძლო  პრობლემების გადაჭრისათვის;
  5. რამდენად დაინტერესებულია რელიგიურ ნიადაგზე შესაძლო კონფლიქტით ისლამური სახელმწიფოები, აქტიური სოციალური ჯგუფები და საქართველოსთან მტრულად განწყობილი ქვეყნები;
  6. რა ეროვნული მექანიზმი და რესურსი არსებობს იმისთვის, რომ მიღებულ იქნეს რელიგიურ ნიადაგზე შესაძლო დაძაბულობების პრევენცია და ქვეყანაში არსებობდეს თანასწორუფლებიანი აღმსარებლობის გარემო?

ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატებმა” გამოაქვეყნეს კვლევა “რწმენისა და აღმსარებლობის შესაძლებლობა საქართველოში” და საპატრიარქოს, მთავრობას, პარლამენტს, სასამართლოებსა და რედაქტორებს რეკომენდაციით მიმართეს.

ორგანიზაციამ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რელიგიურ ნიადაგზე არსებული პრობლემების შესწავლის შედეგად დაასკვნა, რომ: “მართლმადიდებელ ქრისტიანებსა და ქართველ მუსლიმებს შორის, გაუგებრობებს გააჩნდა რეგულარული ხასიათი, ხოლო მრევლს შორის აღმსარებლობის საკითხებზე დისკუსიის გაგრძელება წამოადგენდა ხელოვნურად შექმნილ დაძაბულ გარემოს რელიგიური უმცირესობების უფლებების შელახვის ფაქტების წარმოსაჩენად. საერთო ვითარებამ გამოკვეთა ტენდენციები, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო სათანადოდ ვერ იცავს რელიგიური უმცირესობების კონსტიტუციურ უფლებებს, საქართველოს მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესია ვერ უზრუნველყოფს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების დაცვას, საქართველოს წინაშე წამოჭრილი რელიგიური ხასიათის დარღვევები კი დემოკრატიული პროცესების შემაფერხებელი და სახელმწიფო ინსტიტუტების არაქმედითი ფუნქციონირების გამომხატველია.”

როგორც “ახალგაზრდა ადვოკატები” “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებენ: “სოფელ ჭელაში, მანამდე კი ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში, უხეშად დაირღვა მუსლიმთა უფლებები. არასათანადო ძალის გამოყენებით, ადგილი ჰქონდა მორწმუნეების ფიზიკურ შეურაცხყოფასაც. მუსლიმი მრევლის მიმართ სხვადასხვა შემთხვევების დროს განხორციელებული მუქარის, რელიგიური რიტუალისთვის ხელშეშლის, მათი დევნის ფაქტებს არც ერთ შემთხვევაში არ მოჰყოლია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რაც ზრდის შესაძლებლობას, ინციდენტების განმეორების შემთხვევაში, ანტაგონისტურად განწყობილ ადამიანებში ძალადობის წახალისება გამოიწვიოს. ამასთან, შესაძლებელია, ასეთმა “დაუსჯელობის სინდრომმა” მუსლიმთა შევიწროვების პერიოდულ ხასიათს მყარი საფუძვლები შეუქმნას.”

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მუსლიმი მრევლის რელიგიური თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვისა და დისკრიმინაციის ფაქტებიდან, ჭელას შემთხვევა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის მთავარი შემთხვევა იყო.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების მიმართ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მაღალი ინტერესი, პირველად, 2012 წლის ნოემბერში გაჩნდა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში აჭარის რეგიონიდან ეკომიგრანტ ადგილობრივ მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას შორის გაუგებრობა სამლოცველოს გამო დაიწყო. სოფელში ჩასახლებულმა ეკომიგრანტმა აჭარლებმა, ერთ-ერთ სახლში, მუსულმანური სამლოცველო მოაწყვეს, რასაც ადგილობრივი მართლმადიდებლების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. 2012 წლის 5 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, მომლოცველებს შორის არსებული დაძაბულობის ადგილზე შესწავლის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, სადაც ნიგვზიანში მუსულმანებს ლოცვის გაგრძელების საშუალება მიეცემათ. კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციით, კონფლიქტი სოფელში პროვოცირებული იყო და მეჩეთის მშენებლობის საკითხი განხილვის თემა არც ყოფილა.

“რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვის ყველაზე მძლავრი შემთხვევა, უკვე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, 2013 წლის 24 მაისს, 31 მაისს, 7 ივნისსა და 28 ივნისს, სოფელში ადგილი ჰქონდა მუსლიმი მრევლისთვის პარასკევის ტრადიციულ ლოცვაში ხელშეშლას. ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლის შეფასებით, კონფლიქტის მიზეზი, 2013 წელს, „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ მიერ სამთაწყაროში, მუსლიმთა სამლოცველოსათვის შეძენილი კერძო სახლი გახდა, სადაც, მუსლიმი მომლოცველები აღავლენდნენ ტრადიციულ ლოცვას. ტრადიციული ლოცვა, შენობის შეძენამდე, მორწმუნეთა ოჯახებში ტარდებოდა, რაც, მუსლიმური დოგმებით, ეწინააღმდეგება მათი რელიგიით დადგენილ წესებს.” _ აცხადებენ “ახალგაზრდა ადვოკატები”.

ორგანიზაციამ საკითხთან დაკავშირებით, რვა რეკომენდაცია შეიმუშავა. კვლევის პრეზენტაციას სხვადასხვა რელიგიური კონფენსიების წარმომადგენლებთან ერთად, საკითხის სპეციალისტები და უფლებადამცველები ესწრებოდნენ. “ახალგაზრდა ადვოკატებმა” სარეკომენდაციო პაკეტი შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ინსტიტუციებს გუშინ გადაუგზავნა. რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი საინფორმაციო საშუალებების რედაქტორებსაც ეხება, სადაც ვკითხულობთ:  “მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელებმა უნდა უზრუნველყონ დაბალანსებული და დაზუსტებული ინფორმაციის მომზადება, როდესაც გაშუქება რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და პრობლემური საკითხებს ეხება. მედიამ არ უნდა უზრუნველყოს “სიძულვილის ენის” გავრცელება რელიგიური კონფესიების საქმიანობისა და მორწმუნეების მიმართ. მედია განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების წარმოჩენას საზოგადოებას და მყისიერად მოახდინოს, ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომების გამოსწორება.”

რაც შეეხება საქართველოს საპატრიარქოს, კვლევის სარეკომენდაციო ნაწილში წერია:

“მნიშვნელოვანია, საქართველოს საპატრიარქომ გააძლიეროს ინტერრელიგიური ჯგუფის მუშაობა, რომელიც სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს შორის გააღრმავებს ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს წარმოშობილი პრობლემების ეფექტურ გადაჭრას და საყურადღებო საკითხების მიმართ უზრუნველყოფს მრევლის ინფორმირებას. ინტერრელიგიურმა ჯგუფმა არ უნდა დაუშვას საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე რაიმე სახის კონფლიქტის არსებობა და სათანადო რეაგირება მოახდინოს გარე ძალების ზემოქმედებაზე მორწმუნეებს შორის შუღლისა და დაპირისპირების გაღვივების მცდელობებისთვის.”

“ახალგაზრდა ადვოკატებს” საქართველოს მთავრობის მიმართ შემდეგი სახის რეკომენდაცია აქვთ:

“საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს თანაზომიერი, სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც არ ლახავს მოქალაქეთა რელიგიურ გრძნობებს და სრულად იცავს რწმენისა და აღმსარებლობის კონსტიტუციურად გარანტირებულ უფლებას. საქართველოს მთავრობის ვალდებულებას წარმოადგენს, უზრუნველყოს ეფექტური გამოძიება და პასუხისმგებლობის საკითხის დასმა 2012 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და 2013 წლის აგვისტოს რელიგიურ ნიადაგზე წამოჭრილ დავებში, ყველა კანონდამრღვევი პირის გამოვლენის მიმართულებით. დაუშვებელია შერჩევითი დამოკიდებულება, რომელიც, პრობლემის განმუხტვით, ვერ უზრუნველყოფს საკითხზე სამართლიანობის აღდგენას. ამასთან, მთავრობამ ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა აღარ მოხდეს, კონკრეტულ რეგიონებში რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევა, რათა აღარ მოხდეს ისეთი დანაშაულებრივი ქმედებები, რასაც უკვე ადგილი ჰქონდა განხილულ შემთხვევებში.”

(გამოყენებულია “ინტერპრესნიუსის” ფოტო)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

პროკურორების სამუშაო პირობები გაუმჯობესდება

"ბუკების" დარიგება, სკოლების რემონტი და ინგლისურენოვანი პედაგოგების ჩამოყვანა გაგრძელდება

ყველა სიახლე

სამართალი

რესტორანში კაცი გარდაცვლილი ნახეს

0:26; 29.12.2025
საზოგადოება

“საფრთხის დონე მაღალი”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

20:52; 28.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე „იგლ ჰილსზე“: მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას

20:40; 28.12.2025
საზოგადოება

“მოსალოდნელია ძლიერი შტორმი”- მეტეოროლოგი ამინდის შესახებ

20:35; 28.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

18:37; 28.12.2025
მსოფლიო

ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

16:49; 28.12.2025
პოლიტიკა

ველოდებით, რომ პოლონეთში ქართველი დასაქმებულების გადინება შემცირდება”- e-Consul

16:36; 28.12.2025
პოლიტიკა

“დუმილის უფლებას რომ ინარჩუნებს, მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა”- გია ვოლსკი

14:42; 28.12.2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

14:25; 28.12.2025
კულტურა

ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

14:22; 28.12.2025
საზოგადოება

“არათუ შემცირებას არ უნდა ველოდოთ, პირიქით, შეიძლება კიდევ გაიზარდოს ფასები”

14:15; 28.12.2025
სამართალი

კორპუსის სადარბაზოდან ეტლი მოიპარეს

14:00; 28.12.2025
სამართალი

ავტობუსი ხეს დაეჯახა

13:28; 28.12.2025
ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

12:03; 28.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო