_ რომელ ჯგუფს გულისხმობთ?
კახა ასკურავა:
_ “მოდით პირდაპირ ვთქვათ – ამას ხელისუფლება აკეთებს ხალხის სახელით, მაგრამ მათ უკან თვითონ დგანან. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყოფილი ხელისუფლების მიმართ განაწყენებული ხალხი არსებობს, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში ამ ხელისუფლებამაც კოლოსალურად მოუყარა თავი ასეთებს. ყველა ხელისუფლებას ყავს მლანძღველი და მაქებარი, მაგრამ არავინ ქვით და კვერცხით არ გამოდის. ეს არის ინსპირირებული იმ ადამიანების მიერ, რომელსაც ახალისებს ადგილობრივი ხელისუფლება. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბაქრაძე ლანჩხუთში ვერ ჩამოვიდა. მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ ბაქრაძე შეხვედრებს რეგიონის მაშტაბით მართავს და ოზურგეთში იყო”.
ასკურავას ბრალდებას გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ურუშაძე პასუხობს.
“კვერცხი არა მგონია ვინმემ ისროლოს, 40 თეთრი ღირს. “ნაციონალები“ მაგდენი საერთოდ არ ღირან და კვერცხი ქვაში ხომ არ გეშლებათ?
ტყუილია ეს, ვის შეექმნა პრობლემა შეხვედრაზე, რომელი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატსაც უნდა მობრძანდეს და ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემ თავზე, რომ პრობლემა არ შეექმნება. მოგვმართონ განცხადებით, თეატრის შენობა უნდათ, თუ ღია ცის ქვეშ, დავუთმობთ. უბრალოდ, მაგათ სხვა პრობლემა აქვთ, ჩემი აზრით, ხალხი ვერ გამოჰყავთ შეხვედრაზე. რა კვერცხების სროლაზეა საუბარი, არ ვიცი,“ _ აღნიშნა ურუშაძემ.