ამ დროისთვის ქუთაისში ამომრჩველის 14%-იანი აქტივობა ფიქსირდება, რასაც მარგველაშვილის ქუთაისის შტაბში საკმაოდ დაბალ მაჩვენებლად მიიჩნევენ. შტაბის ხელმძღვანელ ზაზა მარუაშვილის განცხადებით 12 საათისთვის არჩევნებში მხოლოდ 23 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
“ჩვენი შტაბი მთლიანად აკონტროლებს საარჩევნო პროცესს.აქტივი მობილიზებულია. ამიტომ ყველა ინფორმაციას ვფლობთ, თუ რა ხდება უბნებზე.არის პრეცენდენტები, რომლებიც გამოვლენილია.კერძოდ რამდენიმე ადამიანი ხმის ხელმეორედ მიცემას ცდილობდა,თუმცა ფაქტები უკვე აღკვეთილია”, _ განაცხადა მარგველაშვილის ქუთაისის შტაბის უფროსმა ზაზა მარუაშვილმა