ბესელიამ არჩევანი ფოთის # 9 საარჩევნო უბანში გააკეთა და იმედი გამოთქვა რომ იგი წარმართება ზუსტად ისე, როგორც ნამდვილ დემოკრატიულ ქვეყანას ეკადრება.
“ეს არის უპრეცედენტოდ თავისუფალი არჩევნები, რაც აქამდე ჩატარებულა. თუ წინა წელს შევადარებთ, ვნახავთ განსხვავებას. მე დავდიოდი უბნებზე, სადაც მხვდებოდა გაყალბებული ხელმოწერები, ადამიანები რომლებიც სიაში არ იყვნენ, “კარუსელები” და “ნაციონალური მოძრაობის” ჩარევა. დღეს ჩვენ ვაჩვენებთ, არჩევნების სამართლიანად ჩატარების კულტურას”, _ განაცხადა ფოთის მაჟორიტარმა.
ამასთან, ბესელია არჩევნების მიმდინარეობას #70-ე ოლქის რამდენმე უბანზე პირადად დააკვირდა.