ჩვენი გადამღები ჯგუფის დანახვაზე ის გარეთ გამოვიდა და აღნიშნა, რომ ხმის მისაცემად იყო მოსული. თუმცა, უბანზე მისულებმა გავარკვიეთ, რომ ხუხუნაიშვილს, რომელიც ამავე სოფლის დეპუტატიცაა, ხმა არ ჰქონდა მიცემული.
უფრო მეტიც, ხუხუნაიშვილს წასულები ვეგონეთ, როცა უბანზე ხმის მისაცემად შემოვიდა:
_ ვიყავი იმ უბანზე შემოსული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პირადობის მოწმობა დამავიწყდა და უკან გავბრუნდი მოსატანად, _ გვითხრა მან.
უბანზე მყოფი მოქალაქეების თქმით, ხუხუნაიშვილის იქ დილის მერე იმყოფება.
"სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელთა თქმით, პარტიების ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები სხვადასხვა უბნებზე შეიმჩნევიან და დამკვირვებლებისა და მედიის გამოჩენისთანავე იმალებიან. საჩივრები ამის თაობაზე უკვე მზადდება.