“ეს დაწერილი სცენარის კუდია. გარკვეულ უბნებზე დგანან ადამიანები, რომლებიც ამომრჩეველს შესვლისას ხელს ართმევენ და მარკირების ასე გადასვლა სველ ხელზე აბსოლუტურად შესაძლებელია”, _ განაცხადა ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილმა.
როგორც ამომრჩეველები საუბრობდნენ მათ უბანზე მისვლისას, უცხო პირები ხვდებოდნე და მოულოდნელად ხელს ართმევდნენ.ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამორჩეველს რომელსაც მარკირება ჯერ არ გაუვლია, უკვე მარკირებულია. ქუთაისის საოლქო, ამომრჩეველს მოუწოდებს რომ უბანზე მისვლისას ხელი არავის ჩამოართვან და ისე გაიარონ მარკირების ოპროცედურა, რათა მსგავსი ფაქტები აღმოიფხვრას.აღნიშნული ფაქტები ქუთაისის 35-ე,36-ე და 27-ე საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა.