“ჩვენი ორგანიზაცია 10 წელია ეთნიკურად დასახლებულ რეგიონებში აკვირდება არჩევნებს. ამ რეგიონებში ძირითადი პრობლემა არის არა დასწრება, არამედ გააზრებული არჩევანის გაკეთების ნაკლებობა. ამ თვალსაზრისით ამ რეგიონებში ყოველთვის იყო პრობლემა და მიზეზი ენობრივი ბარიერი, ასევე ინფორაციის ნაკლებობაა თავად საარჩევნო პროცესზე. ეს მიზეზები ეთნიკურ უმცირესობებს უქმნის პრობლემებს აქტიურად იყვნენ ჩართული ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისინი ვერ ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას არჩევნებში მონაწილე სუბიექტების შესახებ. ვგულისხმობ მათი პრიორიტეტების, პროგრამების, განსახორციელებელი ქმედებების შესახებ. ბუნებრივია, ვერ აკეთებენ გააზრებულ არჩევანს. ასეთ რეგიონებში არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი მაჩვენებლებია მნიშვნელოვანი,” _ განაცხადა კალატოზიშვილმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved