ამის შესახებ “გურია ნიუსს” რამდენიმე საარჩევნო უბნიდან აცნობეს. კონკრეტული ფაქტები “გურია ნიუსმაც” მოიპოვა. ზომლეთის საარჩევნო უბანს მთელი დღის განმავლობაში “მრეწველების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თემურ ხუხუნაიშვილი “აკონტროლებდა”. ჯვარცხმის საარჩევნო უბანზე დღის განმავლობაში იმყოფებოდა დავით თოდრია _ “ქართული ოცნების” კოორდინატორი ამავე სოფელში. აქვე იმყოფებოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი გოგი ბოლქვაძე. თოდრია ჩვენი დანახვისთანავე საარჩევნო უბნის შესასვლელ ჭიშკარს მოსცდილდა, თუმცა, ჩვენ მისი დაფიქსრირება მაინც შევძელით:
– ჩემი სოფელია და აქ ვარ, რა პრობლემაა? _ გვითხრა თოდრიამ.
_ ეგ მთელი დღე აქაა და ჭიშკარს ყარაულობს. რა იცი რა მოხდება, _ თოდრიას დაცვა სცადა მისმა თანხლებმა პირმა.
აღსანიშნავია, რომ ეს ის თოდრიაა, რომელმაც საუბნო საარჩევნო კომისიაში გადასატანი ყუთის მოთხოვნით დაწერილი რამდენიმე განცხადება პირადად მიიტანა (შესაბამისი ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ).
დათო თოდრია მიმალვას ცდილობს