გამოცემის ინფორმაციით, თურქეთი პატივს სცემს საქართველოს სახელმწიფოებრივ მთლიანობას და ამის გამო არ დაუშვებს სეპარატისტულ ანკლავებთან საკუთარი ქალაქრბის დამეგობრებას.
გამოცემა იმასაც იხესენებს, რომ გასულ ზაფხულს თურქეთში მიმდინარე საბავშვო ფესტივალზე აფხაზეთს არ მისცეს ცალკე სახელმწიფოდ გამოსვლის საშუალება და მონაწილე ქვეყნებში შეიტანეს როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. ამ ფაქტმა მაშინ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებისა და თურქეთში აფხაზური დიასპორის დიდი მღელვარება გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ ბავშვთა ფესტივალზე აფხაზეთის როგორც სახელმწიფოდ მოხსენიება თავდაპირველად “საქართველო-თურქეთის მეგობრობის ასოციაციის” წარმომადგენელმა რეზო მიქელაძემ გააპროტესტა და რეაგირებისათვის დახმარება თურქეთში ქართულ დიასპორას და ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სთხოვა.
მომზადებულია www.haber.gazetevatan.com-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით