დასის ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით “ნაციონალურმა მოძრაობამ” გასულ წლებში დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტი ყალბი პირადობის მოწმობა დაბეჭდა, რომელთაგან 11 ათასი ყველამ ნახა, როცა კუდ-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დააკავეს და ყალბი პირადობებიც აღმოაჩინეს. დანარჩენი კი ისევ საზოგადოებაშია გაბნეული და სწორედ ამ ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენების შედეგია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მეორე ადგილზე გასვლა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.
“27 ოქტომბრის არჩევნებზე ყველა ყალბი პირადობის მოწმობა ვერ გამოიყენეს, მაგრამ მაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდო, რომ კრიმინალური ბანდის მეორე ადგილი, საზოგადების 20 პროცენტის უღირსობამ და ამნეზიამ კი არ განაპირობა, არამედ სწორედ ამ ყალბმა პირადობის მოწმობებმა.
შემიძლია გამოძიებას დავუსახელო საარჩევნო უბანიც, სახელებიც და გვარებიც, ვისი მხრიდანაც იქნა გამოყენებული ყალბი პირადობის მოწმობები. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მასობრივად გაყალბდა, ვინაიდან არსებობს საფუძველი, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ის მაჩვენებელიც კი, რაც დაფიქსირდა, ამ ყალბი მოწმობწბის გამოყენებით იქნა მიღებული. ამიტომ, უახლოეს ხანებში “ქართული დასი“ სასამართლოში შევიტანთ სარჩელს, რათა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურად იქნეს ცნობილი,“ _ განაცხადა ბაღათურიამ.