მისი თქმით, პრეზიდენტის ფონდში შესაბამისი თანხები აღარ არის, შესაბამისად ღონისძიების მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება გახდა საჭირო.
“ინაუგურაციისთვის საჭირო იქნება თანხების გამოყოფა. ღონისძიებებს შესაბამისი კომისია დაგეგმავს. რაც შეეხება ხარჯებს, ვინაიდან პრეზიდენტის ფონდში ფული აღარ არის და არალოგიკურად დაიხარჯა, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სახსრების გამოყოფა მთავრობის ფონდიდან მოგვიწევს,” _ აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება.