“გიორგი გამსახურდიას შესახებ გავრცელებული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, ასეთი სტარტი ჩვენს მთავრობაში არ არის.უკვე ორი დღეა მეკითხებიან ამის შესახებ და მინდა შეწყდეს ეს კითხვები. ცვლილებები იგეგმება, მაგრამ ასეთი არა. ხვალ გვაქვს მთავრობის სხდომა, სადაც დაგეგმილია ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების შერწყმა. ჩვენ უკვე გვქონდა ამ გაერთიანებსათან დაკავშირებით კონსულტაციები მოქმედ მინისტრებთან ძაგანიასთან და ხორავასთან. რა თქმა უნდა გაერთიანების პროცესს დრო დასჭირდება, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში კიდევ გვექნება კონსულტაციები სპეციალისტებთან და გავითვალისწინებთ მათ წინადადებებს. უკვე გათვალისწინებულია სხვადასხვა რეფორმების გატარება გაერთიანებულ სამინისტროში, რაც საკმაოდ კარგ შედეგებს გამოიღებს”.
ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით ახალ პრეზიდენტს აფხაზეთის უზენაესი საბჭო მიმართავს განცხადებით, რათა გაუქმდეს ტერმინი “ზემო აფხაზეთი”.
“ჩვენ გავაუქმეთ ზემო აფხაზეთის მინისტრთა აპარატი, რამაც გამოიწვია კითხვების ტალღა. მინდა ყველას ვუთხრა, ტერმინის “ზემო აფხაზეთის” შემოღება იყო არასწორი აფხაზეთთან მიმართებაში, რამაც შექმნა უკმაყოფილება მოსახლეობაში. ახლა ვამზადებთ წერილს პრეზიდენტისადმი, რათა ამოღებული იქნეს ეს ტერმინი ხმარებიდან”, _ განაცხადა ყოლბაიამ.
ყოლბაიას თქმით, მათ გააჩნიათ ჯანსაღი ამბიცია უფრო ქმედითუნარიანი გახადონ უზენაესი საბჭოს მუშაობა და შეცვალონ ხალხის დამოკიდებულება უკეთესობისკენ.